მარილ მოყრილი ჭრილობა

მარილ მოყრილი ჭრილობა

თითქოს ღამემ საბანი დაიფარა და სადღაც გულის  ყველაზე ბნელ კუთხეშიი  სამუდამო ძილს მიეცა. თითქოს სამყარომ ისევ გაიხარა, მისი იქ არ ყოფნით, თითქოს ზამთარიც გავიდა და მათრობელა გაზაფხულმა არემარის  გაბრუება დაიწყო. იქ სადღაც მწვანე მდელოზე, მზემ გამოანათაა, ღრუბლები გაიკრიფა და ლურჯი ცა თავისი მთელი სიდიადითა და სილურკით არემარეს ალამაზებდა. თითქოს ჰარმონია სუფევდა, თითქოს ჩიტები ჟღურტულებდნენ და სამყარო ჰარმონიულ წონაასწორობას ინარჩუნებდა. ყველას უხაროდა, ყველა ბედნიერი იყო. ერთს კი ყველაზე მეტად ახარებდა სამყაროს ასეთი საჩუქარი. ისიცი იცინოდა, ისიც ლაღობდა…. ყველაფერი ისე იყო როგორც ეს უნდა ყოფილიყო. მაგრამ ეს უწინ.. სულ რაღაც  წელიწად ნახევარი გასულიყო იმ დღემდე როცა მან ისევ იხილა მისი მრისხანე ძალა, როცა მან ისევ იგრძნო თუ როგორ ეუთვნოდა მას და არაა სხვას, თუ როგორ იმორჩილებდა ყოველთვის, როცა კი მის ცხოვრებაში კომეტასავით წამიერად გამოჩნდებოდა და ისევ გაქრებოდა. ის თითქოს მოქმედ ვულკანს გავდა, რომელიც გაღვიძების დროს მის სამყაროში სველ წერტილსაც არ ტოვებდა, ყველაფერს სრავდა და ანადგურებდა. ანადგურებდა თან ისე სიმღერით, თავისი სიმღერით, თავისი ხმის სიმებით, რომელიც თითქოს და სიყვარულს აშუქებდა, ყველასთვის, მის გარდა.. ყველასთვის მის გარდა… ყველასთვის მის გარდა.. გარდა.. გარდაა… გარდა…

ტოვბდა მხოლოდ მას…

მას კი ფენიქსის მსგავსად ფერფლიდან ამოჰყავდა თავის სამყაროს, მხოლოდ იმიტომ რომ მის შემდგომ მოსვლას დალოდებოდა. და ასე დაუსრულებლად. თითქოს მარადისობაც მის მტვარვალსა და მწვალებლს ამოსდგომოდა მხარში.

ისევ მარტო, ისევ საკუთარი ძალებით, ისევ მის მიმართ უთანასწორო ბრძოლაში მებრძოლი!

P.S. სიმღერით ადამიანები არ უყვარდებათ, უბრალოდ სიმღერა ძველ გრძნობებს აღვიძებს!

როცა ვუსმენ…..

როცა ვუსმენ…..

სულთმოძრაობის უპიკესი მდგომარეობის გამოხატულება, როცა უსმენ იმ სიმღერას რომელსაც საერთოდ სხვა განზომილებაში გადავყარ. მიაბიჯებ ქუჩაში და ხვდებიი თუ რამდენად შენშია ის, რამდენად შეესილხორცე მას. ყურებში გაბმულად გესმის მისი ხმა, გინდა იყვირო, იკივლო, ხმის სიმებიი გაწყვიტოო და მთელიი შენი ენერგია მასში დახარჯოო. გრძნობ თუ როგორ დუღს სისხლიი, როგორ დარბის ათასი მაჯანჯალა და ჩინკა შენს კანზეე დაა აწყობს ორგიას.

ჩემთვის რომ ეთქვათ სად იცოხვრბდიო ვეტყოდი: მუსიკის სამყაროში. არა ისე კი არა რომელიმე ისტრუმეტს რომ ისწავლიი და გგონია ეს  არის სწორედ მუსიკაში ცხოვრებაა. არა! არა! არა!!! მე სხვანაირად მიდნა ცხოვრება. აი ყველაფერი რომ გაიყინოს და დავჩე მე ჩემს სიმღერასთან ერთად, მის ლიკიკასთან ერთად. ჰოი როგორ მინდა ხოლმე მასთან ერთდ გაქცევა, ჰოი როგორ ძლიერ მიყვარს. ის ერთადერტია ვისაც შეუძლიაა ჩემი გადარჩენა, ჩემი გაბედნიერება.  არარეალური განცდაა!!!!! ჩემს საყვარელ პრაზას მოვიშველიებ და ვიტყვი: სული ხორცის გახდას მთხოვს ხოლმეეე ააააააააააააჰჰჰჰჰჰჰ!!!!!!!!!!!

იცი ხშირად როცა მეტროში ან სადმე ხალხ მრავალ ადგილს ვარ ხოლმე და ვხედავ ამ შავებში შემოსილ საზოგადოებას, რომელიც არარეულარად დაღლილი და ცხოვრებისგან დაქანცული სახით მიაბიჯებს, მინდა გავგიჯდე და უაზროდ ვიმღეროო იმ კონკრეტული სიმღერის ლირიკა, იმ კონკრეტულ მომენტისა. ააააააააააააააააააააა არ ვიცი არ მესმის მე იმ ხალხის რომელიც მუსიკასი ვერ პოვებს შვებას, მუსიკაში არ ეძებს სამყაროს, და მუსიკიტ არ ცხოვრობს. მუსიკა ეს ხომ სულსხვა გალაკტიკაა, ეს ხო ულიმიტო სამყაროაა, სამყაროო რომელშიც მე ვცხოვრობ, სამყარო რომელიც მეხმარება გაქცევაში. რა ჯობია იმას როცა გარე სამყაროსთვის დაყრუვდები და მხოლოდ შენ სამყაროს დაუგდებ ყურს აააააააჰჰ!!! ვაპარანოიკებ მარა დაე იყოს ეგრე.

აი ასეთი ვარ მეც!! ზუსტად სრული გაკეძოების გარეშე!!!!

http://www.youtube.com/watch?v=9KSkFMvHLO0&list=FLdJeZkiXJGN-fUoS2qHYjBA&index=61&feature=plpp_video  ეს კი სიმღერა რომელსაც სულ ხვა განზომილებასი მივყავარ და არა მარტო ეს. ეს იყო რისი თქმაც მინდოდაა :) have a nice days guys

ბორჯომისკენ მიმავალი მატარებელი

ბორჯომისკენ მიმავალი მატარებელი

ამ რადენიმე კვირის წინ მეგობრებმა როგორც იქნა გადავწვიტეთ ერთი ორი დღით მოვშორებოდით თბილისი და სუფთაა ჰაერს ვზირებულიყავით. თან ბორჯომში პირველად მივდიოდი და ჩემი სურვილი იმაზე მეტად გამხეცებული იყო ვიდრე ეს წარმოდგენაში შეიზლება რომ მოვიდეს. ამიტომ გეგმები დავაწყეთ და ჩვენც უდარდელი ფიქრით რომ მატარებლით კომფოტულად ვიმგზავრებთ გავაშურეთ ვაგზლის სადგურისკენ. მატარებელი  ხუთს რომ ოცი აკლდა მასინ გადაიოდა და ჩვენც 4ზე მივედით, რათა გზისთვის სასუსნავები გვეყიდა. სანამ ჩვენ გუდვილის მაღაზიაში დავსეირნობდით და ვფიქრობდით რა გვეყიდა მატარებლის გასვლის დროც ახლოვდებოდა და თავქუდმოგლეჯილები გავექანეთ მეორე პლათფორმისკენ. საბედნიეროდ მატარებელი ადგილზე იყო მაგრამ საქმე სულ სხვა რამეში გახლდათ მატარებელში ნემსის ჩასაგდები ადგილიც კი არ აღარ  იყო.  როგორც იქნა ვნახეთ ვაგონი სადაც ჩვენი აუარებელი ბარგით დადგომა შესაძლეებლი იქნებოდა. მაგრამ ვაი რომ არა თვითონ პლაცდარმზე არამედ გარეთ, საიდანც ხალხი ამოდის იქ მოგვიწია დგომა. პლიუს ამას ბათუმის სუფთა და ლამაზ მატარებელს მიჩვეული ეს მატარებელი ყოვლად წუნწკლიანი და საღორეს დამსგავსებულ სამგზავრო ტრანსპორტად მეჩვენებოდა.

გარდა ამისა მოგვიწია ერთი ვაგონის მეორე ვაგონთან დამაკავშირებელ კართან დგომა, სადაც ხალხი თურმე მიდი მოდის. ისევ ბათუმის მატარებლიდან ამოვალ და რა თქმა უნდა არ ვიცოდი თუ ეს კარები ასე შემაწუხებდა. ყოველი მისი გაღება ჩემს ასე ვთქვათ წელში ლამის გადაყდომას იწვევდა. თავი ჯოჯხეთისკენ მიმავალ მატარებელში მეგონა. უკვე თავბედს ვიწყევლიდი რომ საერთოდ ჩავჯექი. თან აღმოჩნდა რომ ხალხი რომელიც აურაცხელი რაოდენობით იყო ვაგონში ჩასვლას ხაშურამდე არ აპირებდა რაც ჩვენს 3 საათიანი გარეთ ყინვაში, სიგარეტის ბოლმში და უაზროო გამომეტყველების ხალხის ყურებაში დგომას ითვალისწინებდა.

სხვა გზა არ იყო, ჩემს პანიკას თავისი ისტერიკა უნდა გადაელახა და ამ სიტუაციისთვის სხვა თვალით შეეხედა. დამევიწყა კონფორტიზმი, აღარ მოვქცეულიყავი გათამემბული და ვითომდა კარგ ცხოვრებას მიჩვეული ბავშვივით და ცხოვრება ისეთი დამენახა როგორიც იყო. მერე ჩემს თავს ვეუბნებოდი თუ გინდა რომ ცხვრება ნახო კომფორტის ზონიდან უნდა გამოხვიდე და ყველა სიტუაციაში მოიხვედრო თავი.

არა რა ვიცი რომ ძაან სასცილოები ვიქნებოდით იმ ხალხის თვალში რომლებიც ამ სიტუაციას მიჩვეულები იყვნენ. ალაბათ ფიქრობდნენ “ეს თბილისელი გოგოებიო!”

მაგრამ ამ ყველაფერს დადებითი მხარეც ქონდა, როგორც უკვე  ავღნიშნე ცხოვრება ასე ვქვათ კიდევ ერთხელ დამანახა და თავი მათ ადგილას წარმომადგენინა. ვხედავდი მოხუც ბებიებს, აი ისეთებს სახლში რომ უნდა ისხდნენ და შვილიშვილებს ზღაპრებს რომ უნდა უყვებოდნენ  თბილ და სიყვარულით სავსე ოთახში, ნაცვლად იმისა რომ ერთი ვაგონიდან მეორე ვაგონში ბარბაცით გადასულიყვნენ და  შოკოლადები გაეყიდათ. გული დამეწვა როცა ვხედავდი ხალხი როგორ წვალობდა იმისთვის რომ ლუკმა პური ქონოდათ. მაგრამ ისევ და ისევ ცხოვრება და მისი უსამართლობა.

მიუხედავად ყველაფრისა მაინც კმაყოფილი ვიყავი იმით რომ ასეთი საშუალება მომეცა  და მსგავს სიტუაციაში აღვმოვჩნდი. ეს იყო ცხოვრების კიდევ ერთი გაკვეთილი, რომელიც ვფიქრობ აუცილელებია ყველამ გაიაროს რათა მზად იყოს უფრო უარესისთვის.

მთას გამაყოლეთ

მთას გამაყოლეთ

არ ვიცი როდის ჩაიღვარა ჩემს გულში მთის მიმართ სიყვარული, ან იქნებ არც ჩაღვრილა და დაბადებიდან მარგუნა გამჩენმა ის, მაგრამ ფაქტია რომ ჩემი ყველა ფიქრი (თითქმის ყველა) მთისკენა, ბუნებისკენაა მიმართული. ისე არაფერი  იწვევს ჩემში აღფთოვანებას და ემოციათაა ნაკადის მოზღვავებს როგორც მთა. მიყვარს, უზომოდ, დავდავიწყებით, უკანმოუხედავად, გადაგიჟებით და კოსმოსის ყველაზე უკიდეგანი წერტილამდე მიყვარს. ვუყურებ მას და ვრძნობ თუ რამდენად თავისუფალი ვარ, ვგრძნობ თუ ჩემი გული როგორ იწყებს წამში 50 დარტყმის გაკეტებას, ვგრძნობ თუ რამდენად ღრმა და უკიდეგანოა მისი სივრცე მისი სილამაზე მისი კავშირი ჩემთან.

მთა… ოხ ეს დაუმორჩილებელიი, ამაყად გადმომზირაალი და ამავე დროს ყველაზე თბილი და მოსიყვარულე.ყველაზე ერთგული და ყველაზე სულში ჩამძვრომი.

იცი? ახლა მესმის ვაჟა-ფშველაში. არა პრინციპში რატო ახლა მე მისი ყოველთვის მესმოდა ის ხომ ჩემი ყველაზე საყვარელი მწერილი იყო. ადრე ვერვ ვხვდებოდი ამას, მაგრამ თურმე მის მიმართ სიყვარული სწორედ მთამ განსაზღრა და არა მარტო ამან, მაგრამ მთავარი ფიგურა მაინც მთის შვილობა იყოო და ბუნების კაცად მოვლენა. მის პოემებზში, მის პროზაში, მის ლირიკაში ყველაგან ჩემი სამყაროს ანარეკლს ვხედავდი, ესეც გარე ცნობიერებით. ტყუილად არ ამბობენ გენიოსი მაშინაა გენიოსი როცა ბუნების წიაღიდან ამოვაა.

ისევ მთა და ისევ მასზე ფიქრი… ხშირად წარმოვიდგენ ხოლმე ჩემს თავს მთის რომელიმე წიაღში დაბადებულს, ან ხევსურეთში, ან თუშეთში ან სვანეთში და ისიც 20 საუკუნის დასაწყისში და იცი რატომ? იმიტო რომ 21 საუკუნე მოახერხებდა იმას რომ ჩემი ნებისდა საწინააღმდეგოდ მთიდან ბარში გადმომაგდებდა და მაინძულებდა დედაქალაქის შემხუთველიი ჰაერი გამეცვალა სუფთა მაგრამ მკაცრ ჰაერზე. ამიტომაც ჩემს ფიქრბში ყოველთვის 20 საუკუნის დასაწყისში დაბადებულ გოგოდ წარმოვდგები. მთის ტრადიციულ ტანისამოსში,მთა ერთადერთ სულიერ მეგობრად წარმოდგენილი, ცხენზე გაზრდილი და მისით  მსულდგულელი,თითქოს ერთ სულ და ერთ ხორც. გაჭირვების ჟამს კი როცა მტერი ჩემი სახლის კარს მოადგებოდა მამკაცებთან ერთად მებრძოლი. მთის ქალი ხომ სწორედ ასეთია მედგარი,შეუპოვარი,გაუტეხელი და უკანსკნელ წვეთამდე მებრძოლი.

და ამიტომაც მთას გამაყოლეთ…

ავადმყოფის თვალით დანახული სამყარო

ავადმყოფის თვალით დანახული სამყარო

ხშირად ვფიქრობ იმაზე თუ როგორ უყურებს სამყაროს ის ადამინი, რომელიც რაღაც ავადმყოფობას ებრძვის, რომლისთვისაც ცხვორება თითქოს წყვეტს ჩვეული სისწრაფით დინებას. განსაკუთრებით ისეთ ადამინებზე მეფიქრება რომლებსაც ესა თუ ის დაავადება გარდატეხის  ან თუნდაც 20 წლის ასაკში აღმოუჩნდებათ, თან ისეთი რომლის განკურვნის შანსი ძალიან მცირეა და რომელიც სიკვდილის მთავარი მიზეზი ხდება.

საერთოდ ჩვენ ადამინები, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა თაობა,რაღაც ცხოვრებას ვცხოვრობთ, ვერძვით ათას პრობლემას, ვწუწუნბეთ, ვიშლით ნერვებს ათას წვრილმანზე, ვდარდობთ, ვნერვიულობთ. თუ რაღაც არ გამოგვდის ცხოვრებაში ვიგრუზებით, თუ ვინმე შენზე უფრო მეტ წარმატებას აღწევს გვშურს.ყოველდღე ვიბრძვით იმისთვის რომ ჩვენი ადგილი დავიკავოთ ამ ცხოვრებაში,ვიბრძვით იმისთვის რომ ვიღაცაზე მეტი ვიყოთ, ვირზვით იმითვის რომ სხვის თვალში იმაზე ძლიერები გამოვჩნდეთ ვიდრე ვართ.როგორც ერთი კარგი ლათინური სენტენცია ამბობს: “Vivere es militare”- ცხვორება ბრძოლაა და მართლაც ასეა. ამის ნათელი მაგალითი ყოველი ჩვენი  ფეხის ნაბიჯშია ჩაბუდებული.ერთი სიტყვით, ვცხოვრობთ ისე როგორც უნდა იცხოვროს ადამიანმა რომელსაც ცხოვრებაში სხვა პრობლემა არ აქვს გარდა იმისა რომ როგორმე ცხოვრება მოიწყოს.

მაგრამ რა არის ცხოვრება იმისთვის ვისაც უკვე იმედი აქვს გადაწურული და რომელიც რომ  დღეს თუ ხვალ სიკვდილის მოლოდინში თავის წარსულში ბრუნდება და ხვდება რომ ცხოვრება არაფერია თუ არა უსამართლობა. ახალგაზრდა ადამიანი რომელიც ცხოვრებას მაშინ ტოვებს როცა კი უნდა დაეწყო აბა ეს განა უსამართლობა არ არის? რომელიც რო ებრძვის იმ დავადებას რომელიც ასე უნადგურებს ცხოვრებას, რომელმაც რო ყველა გზა გადაუკეტა იმ მომავლისკენ რომელსაც ის წარმოიდგენდა. თუნდაც არ ყოფილიყო ისეთი როგორც ეს მას ეჩვენებოდა, მთავარია რომ ცოცხალი იქნებოდა და რაღაც კვალს დატოვებდა ამ ქვეყანაზე, ვიღაცის მეხსიერებაში, ვიღაცის გულში. ისიც ისევე გაიცინებდა და იტირებდა როგორც ყველა, მასაც ისევე გაუტეხავდნენ გულს, ისიც ისევე დარჩებოდა იმედგაცრუებულიი როგორც ყველა. მაგრამ… მაგრამ ის უკვე აღარ ეკუთვნის იმ ცხოვრებას, ის უკვე ვეღარ შეძლებს ბიჭების მოხიბვლას, მათთან ერთად ხელიხელ ჩაკიდებული სიარულს და ოცნებას, ის აღარ იქნება ისეთივე სასურველიი როგორც ადრე, რადგან მხოლოდ თანაგრძნობას და სიბრალულს დატოვებს ყველას გულსა და გონებაში.

საოცარია ადამიანი რამდენადაა შეყვრელული ცხოვრებაზე, მიუხედავად იმისა  ყველა იმ უბედურებისა რომელიც ცხოვრებამ შეიძლება გადაატანინოს ის მაინც მიჯაჭვულია. და აი უკვე მაშინ როცა აცნობიერებს იმას რომ მალე ცხოვრება მას ზურგს აქცევს  და სხვა პატრონს ჩააბარებს, აი მაშინ უკვე მისთვის ყოველი წამი და წუთი ძვირფასი ხდება, მაშინ როცაა დრო მისთვის არაფერი იყო, შეეძლო ისე გაეფლანგა რომ არავინ არაფერს ეტყდა. მაგრამ ახლა დრომაც თავისი ლიმიტი დააწესა…

ოხ როგორ უცებ ფერმკრთალდება ყველაფერი. თითქოს დგახარ სცენაზე, სადაც მთავარი ფარდა ესე ეს არის ჩამოვა და რომელიც  გამყოფის როლს შეასრულებსა  შენსა და ხალხს შირის. სპექტაკლი დამთავდება და ყველა თავის ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება. შენ კი ისევ იდგები მარტო იმ ტკივილთან ერთად რომელიც ხელს გამოგიწოდებს და თავისთან წაგიყვანს.

P.S. ჯამრთელობა უპირველეს ყოვლისა.

იისფრად მოსული სიკვდილი

იისფრად მოსული სიკვდილი

სიკვდილმა ერთხელ თქვა: “მოვდივარ და დამხვდითო” .მოსულს სამყარო ცარიელი დახვდა, ადამიანმა ჭაჭანება შეწყვიტა. ნაცრისფერ მდელოზე მხოლოდ ეულად დარჩენილი იის სითბო იგრძნო. იგრძნო და  მის იისფერი სხივებს შეაფარა თავი. ია კი ჯერ კიდევ ნორჩი, ჯერ კიდევ ჩვილი სანაცრისფროში ნაცრისფერს ააისფერებდა. მისი სურნელი, მისი სინაზე, მისი სილამაზე არემარეს აბრმავებდა. გარშემო ყველაფერი გახუნებული, გაცვეთილი, გაუფერულებული,ის კი ისევ ლაღი, ისევ ცხოვრებით აღსავსე, ისევ იმედიანი, ისსევ კეთილი, ისევ სათუთი. იისთვის რომ გეკითხათ რაზე ოცნებობდა? გიპასუხებდათ: “მხოლოდ მშვიდობაზე და გარემო ფერის შეცვლაზე.” ია! ეეჰ! იამ სიკვდილიც კი ვერ დატოვა გულგრილი. 13 წელი მთელი 13 წელიიი უტრიალა სიკვდილმა იას, უტრიალა, უტრიალა, უტრიალა. ხან ისე იფიქრა ხან ასე იფიქრა. სიკვიდლმაც კი სამოქალაქო ომი მოიწყოო, ათასწლეულში პირველად სიკვდილს რაღაც ვერ გადაეწყვიტა, ვერ გადაეწყვიტა ან არ უნდოდა გადაეწყვიტაა და რაც შეიძლება დროს აჭიანურებდა. ამ გაჭიანურებულმა დრომ მხოლოდ წელიწადი გასტანა. ეს ტანჯვით,მარა ამავე დროს სიხარულით აღსავსე წელიწადი. სიკვდილი! თურმე სიკვდილსაც უყვარდება. წარმოგიდგენიათ? სიკვდილს უყვარდება. არა, არაა სიკვდილს? ეს როგორ?  ჰეჰ არადა ის ხომ სულ შეყვარებულია, უბრალოდ ჩვენ ვერ ვამჩნევთ ამას და სულ სხვა რაღაც გვქონია, ის რასაც ცრემლი მოჰყვება ხოლმე. არადა სიკდილმა რომ სიყვარული იცის? ოი ოი ოი. ამჯერად მისი რჩეული სწორედ ია გახდა. ის ხომ  ჩვენი მიჯნურისთვის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა. მეტი მას არც არაფერი უნდოდაა, მხოლოდ ის რომ ახლოს, გვერდში ყოლოდ.

13 წელიი, 13 დღე, 13 საათი. ცამეტს ერთი წუთი გადასცდა და ის მდელო მთლიანად სანაცრისფროს სამეფოდ გადაიქცა, უკნასკნელმა ნათელმა წერტილმაც დატოვა.

P.S. ეძღვნება დეკემბრის პირველი დღის სუსხში გამონათებულ მზეს.

მეც წამიყვანეთ….

მეც წამიყვანეთ….

არ ვიცი როდის, არ მახსოვს რა დღეს, მაგრამ ვიცი რომ შემოდგომის ერთ სუსხიან დღეს, ჯერ კიდევ მაშინ ფოთლებმა რომ ფერი კარგა ხანია იცვალეს და ნარინჯისფერ-ყვითელ სამყაროში ჩაეფლენენ და სუსხმა ნელ-ნელა დაიწყო ჩვენი სხვეულის გაციება, მივხვდი თუ რამდენად არ მინდოდა აქ, ამ ჯერ ფერად და მერე ნაცრისფერში ჩაფლულ სამყაროში. გზას ჩუმად მივუყვებოდი ისე რო მიწას არ გაეღვიძა, მივდიოდი ისე რომ დედამიწა არ დამემძიმებინა. კარიერიზმში ცაფლული სამყაროსგან წამოსული სახლის თბილი კერისკენ მივეშურებოდი. თვალები უკიდეგანო სივრცისკენ მქონდა მიბჯენილი, სივრცისკენ რომელსაც ლურჯი ილუზიით აღვიქვამთ. ამ დროს კი თბილ ქვეყნებისკენ მიმავალი ჩიტები გამოჩნდნენ. გუნდათ ერთ მწკრივში მიფრინავდნენ თითქოს რაღაც მაგიური ჯაჭვით იყვნენ ერთმანეთან დაკავშირებულები.ერთად, გუნდათ, სითბოთი და სიხარულით მიიწევდნენ იქ სადაც მზე დახვდებოდათ , იქ სადაც სიცივის გამკივანი ხმა არ მოესმოდათ, იქ სადაც ყოველი დღე სიხარულით დაიწყებოდა და ასევე ლამაზი მთვარის შუქით დამთავრდებოდა.მიფრინავდნეენ და მხოლოდ ერთი აზრი უტრიალებდათ:’მალე, ოღონდ მალე შევერწყათ მზის სხვივებს”. მიფრინავდნენ, მიქროდნენ და თავს სხვადასხვა სიმღერებით იმხიარულებდნენ, მათ სიმღერაშიც კი ერთიანი სული ირძნობოდა, ერთი მიზანი, ერთი დანიშნულება, ერთი შემართება.

ჩიტების გუნდი! მე კი ქვევით მიწაზე ვიდექი და თვალს ვადევნებდი მათ გადაფრენას, მერე რა რომ მხოლოდ ერთი წუთით მოვასწარი მათვის თვალი შემოვლო. პირველი რაც მათ დანახვისას გავიფიქრე: “მეც წამიყვანეთ”. სული ხორცის გახდას ითხოვდა. სულს გაშიშველება და ჩიტებთან ერთად თბილ ქვეყანაში გათბობა უნდოდა, სულს სიცარიელის მოკვლა უნდოდა, სიცარიელის რომელსაც სუსხი ტოვებდა. ჩემს გონებაში კი მხოლოდ ერთი აზრი ტბიალებდა არა კი არ ტრიალებდა უბრალოდ ყვიროდა: მეც წამიყვანეთ, მეც წამიყვანეთ, მეც წამიყვანეთ, თითქოს უნდოდა ხმა მიეწვდინა მათვის. მაგრამ….. მაგრამ დარჩა მაგრამად. უკანასკელი ჩიტი მიეფარა თვალს და მეც ღრუბლებიდან ვიღაცამ ისევ მიწაზე დამანარცხა.

ნანატრი სიჩუმე თბილისის მთავარ ქუჩაზე

ნანატრი სიჩუმე თბილისის მთავარ ქუჩაზე

სუსხიან ამინდში დილადრიან გამოსული უნივერსიტეტის დალოცვილი  შენობისკენ მივეშურებოდი.უნივში იმაზე ადრე მივედი ვიდრე უნდა მივსულიყავი და ისიც ლექტორი არ მოვიდა.ისტერიკამ თავის პანიკა გადალახა და მეც შევეგუე იმ ფაქტს რომ დღეს უბრალოდ არ მიმართლებს. საშინალად ნაცრისფერ ამინდში აბა როგორ უნდა გამიმართლოს ადამიანს ამიტომ მეგობარს თავისუფლებაზე გავყევი წიგნის საყიდლად, მაგრამ არც წიგნი დაგვხვდა დანიშნულ ადგილას. ისედაც გათოშილმა ახლა ფეხით მოვინდომეთ მზიურამდე ასვლა რადაგან ეს ყოვლიშემძლე ყვითელი ავტობუსები ტრადიციულად გადაჭედილი იყო. ამიტომ  მე და ჩემი მეგობარი თავისუფლებიდან სეირნობით მივუყვებოდით გზას რომელისაც ჭავჭავაძის გამზირამდე მივყავდით. ის mp3-ში სიმღერებს უსმენდა მე კი ჩემს ფიქრებში, ჩემს გათოშილ ხელებთან ერთად დავეხეტებოდი. ფიქრები ცეკვა ცეკვით მიმხიარულბდნენ გზას. მაგრამ უცებ მუსიკა გაქრა, ფიქრებმა ცეკვა შეწყვიტეს. ამ დროს კი ზუსტად მელიქიშვილის გამზირზე მივაბიჯებდი. წარმოიდგინეთ ნაცრიფერ ბურუსში გახვეული ქალაქი როცა დილას ხმაური ყველაზე მაღალ მწერვალს აღწევს უცებ დადუმდა. ოღონდ არა მოჩვენებითად არამედ მართლა. გარშემო ყველაფერი გაჩუმდა და ისმოდა მხოლოდ ქალის ქუსლების ხმა რომელიც ერთი წამით ჩამოწოლილ სიჩუმეს ეკალივით ესობოდა. მაგრამ ეს ქუსლის ხმაც იმდენად სასიმოვნოდ გვეჩვენა მე და ჩემს მეოგბარს რომ გაკვირვებულები ერთმანეთს ვუყურებდით და ვეუბნებოდით :”ნინო ნუთუ სასწაული მოხდა და თბილისი ერთი წამით გაჩუმდა და უფლება მისცა ქალის ქუსლებს მის მაგიერ ესაუბრათ?” არა არა ეს ნამდვილად, ყოვლად, სიტყვაში ვერ ჩამტევი განცდა იყო. ეს მართლაც სასწაული იყო. ასე მეგონა გარშემო ყველაფერი გაიყინაა უცებ ფილმი გამახსენდა მოიცა რა ერქვა? აააა ხოო “დღე როცა დედამიწა გაჩერდა”. ხო მგონი  ეს იყო. აი რაღაც დაახლოებითი მოხდა მელიქიშვილის გამზირზეც. მაშინ როცა უკვე მეგონა კიდევ ერთი ჩვეულებრივი სუსხიანი დილა გათენდა.

ზაფხულის ოცნება

ზაფხულის ოცნება

ზაფხულის ყველაზე კარგი ზაფხული სწორედ წელს მქონდა, იმდენად რამდენად ძაან ბევ ადგილას ვიყავი. ფაქტიურად მთელი აგვისტო აქეთ-იქით დავწანწალებდი, სახლში მხოლოდ ერთი ორი დღე ვჩერდებოდი. ვიყავი ბათუმში, ისიც მარტო და ისიც პირველად ამხელა გზაზე, მერე კახეთში (კახეთი ფაქტიურად შემოვიარე. ნეკრესი, ყვარელი, თელავი, სიღნაღი, წინანდალი), მერე სიონში და ბოლოს მცხეთაში, ნუ ამ ბოლოს არ ვთვლი რადგან ყოველ ზაფხულს იხილავთ იქ ჩემს მოსიარულე ლანდს. დამთავრდა თუ არა ჩემი ეგრეთ წოდებული მოგზაურობა საოცარმა სევდამ შემიპყრო. იმდენად მქონდა უკვე სისხლსა და ხორცში გამჯდარი ის ფაქტი, რომ უნდა მემოგზაურა. ყველაზე ძაან კი ის მთრგუნავდა რომ ვერ ვახერხებდი უკვე ჩამოსული ისევ სადმე წასვლას. ამიტომ ისევ ჩემს ოცნების სამყაროს მივმართე.

ოხ რა დიდი სიამოვნებით წავიდოდი მარტო, მოვაჯდებოდი მუსტანგს და მანამდე გავაჭენებდი სანამ რაიმე საინტერესო ადგილს არ ვნახავდი. მოვივლიდი მთელ საქართველოს. წავიდოდი ჯავახეთში, ფეხით ან მანქანის ბორბლებით გავთელავდი მის უდაბნოებს, ვნახავდი თმოგვის, აწყურის ხერთვისის ციხეებს,ვარძიასაც კიდევ ერთხელ შევუვლიდი და გამარჯობას ვეტყოდი. ვნახავდი ვანის ლეგენდარულ ქვაბებს, ვიბანავებდი ფარავნის ტბაში, ანდა კარწახის ტბაში და პირდაპირ თურქეთ-საქართველოს საზღვრამდე გავცურავდი და შუაში გავჩერდებოდი,ისე რომ ორივე ქვეყანაში ერთდროულად ვყოფილიყავი. ჯავახეთიდან გადავიდო ქვემო ქართლში. ვნახავდი ბირთვისის ერთდროს აუღებელ ციხესიმაგრეს, შევივლიდი დმანისში და ზეზვას და მზიას ლანდებს ხელს დაცუქნევდი. ქვემო ქართლიდან შიდა ქართლს ვეწვეოდი და უფლის ციხეს კიდევ ერთხელ მოვიკითხავდი. შიდა ქართლიდან იმერეთს მივაშურებდი, მოწამეთა,ბაგრატის ტაძარი,გელათი,სათაფლიას ნაკრძალი. ვნახავდი კაცხის ულამაზეს სვეტს. მერე სვანეთი და ბოლოს რაჭა-ლეჩხუმი.განსაკუთრებით კი ლეჩხუმი (დედულეთი). დავტკბებოდი ცაგერის ბუნებით და რაჭისაც ზედ მივაყოლებდი. შაორის ტბასაც ერთ ორ სიტყვას ვეტყოდი და ამით დავამთავრებდი ჩემს ამ მოგზაურობას.

მაგრამ ამით ყველაფერი არ მთავდება. არის კიდე მეორე ვარიანტი. ყოველივე ზემოთ თქმულს ჩემს ორ დაქალთან ერთად ავასრულებდი. სამი გოგო მანქანითა და თავგადასავლებით საქართველოს გარშემო. აააააააჰ!

P.S. ოდესმე ამ ოცნებასაც მოქმედებაშi მoვიყვან .

სხვისი ცხოვრება

სხვისი ცხოვრება

ოდესმე გიცხოვრიათ სხვისი ცხოვრებით? არა იცი როგორ აი რო ვერ გაგიცნობიერებიათ რომ ეს მისი ცხოვრებაა და არა თქვენი. მისი, მისი, მისი და არ შენი. ჰოი საცოდაობავ, ადამინი რომ გქვია და ისიც თავდაკარგულიი,საკუთარ ფიქრებში გამოკეტილი და მის სამყაროში მცხოვრებიი. ჰმ! ნეტა რომელ სამყაროში? ცხოვრობ რაღაც უბადრუკ ცხოვრებას და ისიც შენ არ გეკუთვნის. თითქოს მცოცავი ჭაობი იყოს და სულ თავისკენ გითრევდეს. აი ასეთია მისი სამყაროც და მისი ცხოვრებაც. აკეთებ იმას რასაც ის, რომ უფრო ახლოს იყო მასთან თუნდაც ამით. მაგრამ ამ დროს მას კი მაგრა კიდიხარ. არა კიდიხარ იმიტო რომ შენ გგონია ეგრე. სინამდვილეში კი წარმოდგენაც არ აქვს რომ შენ მასზე ფიქრობ ან საერთოდ რაღაც გაკავშირებს. ის სხვა ცხოვრებით ცხოვრებს და შენ? შენ კი ცდილობ მისი ცხოვრების ანალოგი შექმნა მაგრამ ვაი რომ უძლური ხარ. უძლური ხარ იმიტო რომ არც ჯადოქარი ხარ და  არც მითუმეტეს არც ზევსი. რატომ? იმიტო რომ ადამიანი ხარ და ისიც უაზროდ თვდაკარგული, მოჯადოებული. რამდენაც აცნობიერებს იმას რომ მართალი ხარ იმდენად უფრო გტკივა, რადან შენი თავის დახსნის საშუალებას შენ თვითონვე კეტავ. კეტავ იმიტომ რომ ..ყვარს, იმიტომ რომ იცი ის ოცნებად ქცეული რეალობაა. ოცნებაში არსებული. ჰმ! მეცინება, რამდენად შეიძლება ადამიანი დაეცეს რომ ასე გაგიჯდეს ვიღაცაზე, იმაზე რომელიც არ იმსახურებს. არ იმსახურებს და მორჩა.

მაგრამ ადამინია ხომ ყოველდღე ვიღაცის ცხოვრებით ცხოვრობს? ხომ ცხოვრობს არა? ხოდა მაშინ არც არაფერი დაშავებულა ამით. უნდა და ცხოვრობს. ესეც მალე გაუვლის და მერე ამაზეც გაეცინება. იტყვის ისევ ბანალურად მოსულ ფრაზას: ” რა სულელი ვიყავი თავი სად მქონდა”. დრო, დრო თუ უშველის. დრო და კიდევ სხვა, ოღონდ არა მისნაირი და არა მისნაირად ინდიფერენტული. უბრალოდ სხვა, რომლიც ისევე შემოაბიჯებს მის სამყაროში როგორც მან. მაგრამ მისგან განსხვავებით სამუდამოდ დარჩებაა და წასვლა აზრსიც არ ექნება. მაგრამ მანამდე კი ისევ გაუთავებელი ომი, ისევ უპოზიციოდ დარჩენილო პოზიცია. ისევ ფიქრი… ისევ სხვა ცხოვრება….