გუშინ, დღეს, ……….

სტანდარტული

რა ან ვინ ვიყავი გუშინ,

რა ან ვინ ვარ დღეს,

და ვიქნებით კი ხვალ ეს “რა” ან “ვინ”?

ფორმულა რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს ავიწყდება. საერთოდ რანი ვართ და რა გვინდა? კი! ადამიანს გვეძახიან მარა ვიმსახურებთ კი ჩვენ ამ სახელის ტარებას? ვაართ კი ღირსნი ვეწეროთ ცოცხლებში როცა მკვდრებში ისეთი ხალხი ეწერება რომელთაც უდროოდ მოუწია ამ ქვეყნიდან წასვლა და უკან მოიტოვა მთელი ის ცხოვრება რაც კი მას უნდა ჰქონოდა, მაგრამ არ დასცალდა. ამასობაში ჩვენ? რას ვაკეთებთ ჩვენ? ვაგრძელებთ უაზრო ყოფას, დროის უაზრო ფლანგვას და რაღაცა უაზროდ ცხოვრებას, თავისი წუწუნებით, სლუკუნებით და ბჟუტურებით. ეს განსაკუთრებით იმათ გვეხება და მეც ვირიცხები რაღაც კუთხით მათ სიაში, ვისაც ძარღვებში წესით სისხლი უნდა უდუღდეს, წესით თავის მაქსიმალურს უნდა აკეთებდეს და ტყავიდან უნდა ძვრებოდეს, რომ მისი ცხოვრება ცხოვრებას დაესმგავსოს, რომ კბილებით ჩაეჭიდოს ყოველივე იმას რასაც მას სთავაზობენ, არ მოდუნდეს და საზოგადოებას თავის ხმა გააგონოს, აგრძნობინოს რომ მისი ყოფა არ ჰგავს “სიცოცხლე სიკვლდილში” არსებობას.

უბრალოდ უკან ვიხედები ხოლმე და მრჩება ისეთი ადამიანები რომლებიც დღემდე მტკივა და დღემდე ვერ ვინელებ იმას რომ ისინი დედამიწაზე არ დაიარებიან, რომ ისინიც არ განიცდიან იმას რასაც ყოველივე ჩვენგანი განიცდის, როგორც ამქვეყნიური. ყოველი ასეთი ადამიანი არ აქვს მნიშვენელობა ჩემი იქნება, თუ სხვისი მოტივაციას მაძლევს რომ მათ მაგვირადაც მე ვიცხოვრო, რომ მათ მაგივრადაც მე მიყვარდეს, მწყინდეს, ვტიროდე და ვაკეთებდე იმას რაც მათ არ დასცალდათ. ყოველთვის როცა ცხოვრება რაღაც შესაძლებლობას მაძლევს მაქსიმალურად ვებღაუჭები და არა იმიტომ რომ შეიძლება მე ეს მინდა, შეიძლება მინდა კიდეც, მაგრამ მთავარია რომ ამას ანუ ცხოვრებას მათვის ვაკეთებ, იმიტომ რომ მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ და შემწევს ამის ძალა, იმიტომ რომ არ ვარ მოარული გვამი როგორც ბევრი ჩვენგანი, იმიტომ რომ ვცდილობ მაქსიმალური მივიღო იმისგან რასაც ცხოვრება ჰქვია და არ გავიყინო ერთ ადგილას, იმიტომ რომ მაქვს ამის ძალა, იმიტო რომ ჯამრთელი ვარ და ჯამრეთელობაც ისეთივე პირობითია როგორც ყველაფერი ჩვენს გარშემო, ის შეიძლება დღეს არის მაგრამ ხვალ აღმოჩნდეს რომ უბრალოდ უუნარო ხარ, ხვალ შეიძლება არმოჩნდეს რომ ისეთი დაავადებით ხარ დაავადებული რომელიც სიკვდილს კი არ გარგუნებს, რაც ამ შემთხვევაში კარგი ვარიანტი იქნებოდა არამედ ცხოვრების ბოლომდე ჯოჯოხეთში გამყოფებს, ცხოვრებას გაუსაძლის გაგიხდის და ორმაგად შეგშლის. ჰმმ ხანდხან სიკვდილი მართლაც შვებაა და გირჩევნია შენი საყვარელი ადამიანი უმალ მოკვდეს ვიდრე ზემოხსენებულ უბედურებაში ამოყოს თავი, მაგრამ…..

უბრალოდ მინდა რომ ყველამ გავაცნობიეროთ ის ფაქტი რომ კი არ უნდა არსებობდე უნდა ცხოვრობდე, რადგან შენ გაქვს ამის საშუალება სხვას კი არ აქვს. უნდა გვესმოდეს ის რომ ყველაფერი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, მაქსიმალურად გვიყავარდეს და თანაგურძნობდეთ ყველას ვინც კი ამას მოელის ჩვენგან. კი ცხოვრება მოკლეა, მაგრამ ზოგჯერ იმაზე მოკლეა ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია, ამიტომ მოდი რა ცოტა თვალი გავახილოთ და სამყაროს ცოტა სხვა კუთხითაც შევხედოთ, ნუ ვიქნებით მაინცდამაინც ერთი წერტილის შემყურე, რადგან სამყაროში გაცილებით უფრო მეტი და საინტერესო წერტილებია რომელიც ჩვენს ყურადღებას დღენიადაგ ელის.

პ.ს This is how the world ends not with the bang, but with a whimper.

Advertisements

6 responses »

  1. ცოტა ემოციურ ფონზე დაწერილს გავს, მაგრამ მაინც:

    1. რა შემთხვევაში იმსახურებს ადამიანი ღირსეულად ადამიანის სტატუსს? როგორ განსაზღვრე ეს შენ?
    2. რის მიღებასაც ცხოვრებისგან აპირებ, ანუ რაზეც წერ, ის არაა პირობითი და დროებითი? რატო?
    3. “ვაკეთებდე იმას რაც მათ არ დასცალდათ”
    -ვის რა არ დასცალდა? რას გულიხმობ აქ?
    4. “კი არ უნდა არსებობდე უნდა ცხოვრობდე”
    – თითოეულის განმარტება თქვი რას გულისხმობ “ცხოვრებაში” და “არსებობასი” და რატოა მასე ეგეც განმარტე : )

    • კი ემოციურ პონზე იყო დაწერილი და მე ყოველთვის ემოციურ ფონზე ვწერ ხოლმე, ასე რომ რაღაც რაციონალურად გააზრებულ შეიძლება არც გამოსულიყო პოსტი არც ვთვლი რომ უნდა გამოსული, მე ის დავწერე რაც აღმომხდა და ღრმად არ მიფიქირია იმაზე რაც შენ კითხვებში გამოიტანე, განსაკუთებით კი იმასხურებს თუ არა ადამიანი ადამიანის სტატუსის ტარებას ეს უბრალოდ რიტორიკული კითხვა იყო და მე ფილოსოფოსი არ ვარ რომ განმესაძღვრა, უბრალოდ როცა ვწერდი ტექსტს მოჰყვა. რაც შეეეხება ვის რა არ დასცალდა, ვიგულისხმე ყველა ის წასუხლი ახალგაზრდა რომელთაც რაღაც მიზნები და ოცნებები ჰქონდათ და მათი აღსრულება ვერ მოასწრეს.ამ შემთხვევაში ჩემი მეგობრები ვიგულისმე და ნუ შემდეგ ყველა დანარჩენი. ხოლო არსებობას და ცხოვრებას რაც შეეეხება. არსებობა ჩემთვის იგივეა რაც უმოქმედო ადამიანი, რომელიც წუწუნის მეტს არაფეს აკეთებს (ამ კონკრეტულ შემთხვევაში ახალგაზრდა ადამიანი, რადგან ჩემი მთავარი სამიზნე სწორედ ეს უკანსკნელია), ზის მთელი დღე სახლში და რაღაც ცვლილებას ელის ისე რომ მას ხელის განძრებავაც კი არ უნდა ამაში. ადამიანი რომელიც მხოლოდ არსებობს, ჩამს, სვას და ძინავს და პლიუს ამას წუწუნებს და ამით შემოიფარგლება მისი “ცხვორება”, ეს არ არსი ცხოვრება ეს არის უბრალოდ არსებობა და მეტი არაფერი. ცხოვრობ როცა რაღაც პროდუქტიულს აკეთებ შეიძლება ყოველდღე არა მაგრამ უმეტესად, ცდილობ რომ არ მოდუნდე და ფეხი აუბა ყველაფერს რაც შენს გარშემო მოძრაობს ან ეცადო მაინც რომ ეს ქნა და კიდევ სხვა მრავალი.:)))))

  2. EPIC! magari siyvebia, da martlac ert certilshi gacherebaze cudi ra sheidzleba iyos ra sheidzleba iyos cocxlad gaxrcnaze ufro cudi da visac samyaro martivi da erferovani echveneba sadac moqmedeba da cinsvla ar girs ubralod ugunuria. yoveltvis arsebobs mizezi/mizani ristvisac girs brdzola ar danebeba da moqmedeba, gana ristvis vart aq? chveni valia davtovot chveni kvali davexmarot xalxs da mivigot cxovrebisgan maximaluri. Hey People Don’t You Dare Give Up! bolomde daixarjet tu gindat rom minimaluri miigot. http://sphotos-f.ak.fbcdn.net/hphotos-ak-ash4/309396_403022126440791_1028667622_n.jpg am surats srulad vetanxmebi, sxeuli mokvdavia suli ara, is persona romelic sicocxleshi chamoyalibdeba usasrulobashi gada aseve rom sheecadet maximalurad scorad icxovrot, I believe it’s only thing that matters and makes sense! GL

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s