წელი 23-ე….

სტანდარტული

წელი 19….   წელი 20… წელი 21-ე… წელი 22-ე და წელი 23-ე….

წელი როცა გადავწყვიტე ჩემი 4 საუკუნოვანო ტანჯვისთვის ბოლო მომეღო. მაგრამ ეს მხოლოდ გადწყვეტის დონეზე იყო, თორემ არც გეგმა მქონდა შემუშავებული და არც ის ვეცოდი დანამდვილებით შევძლებდი თუ არა ამას. არადა თითქოს შეუძლებელი არც არაფერი  იყო, უბრალოდ სიმართლე უნდა მელაპარაკა, სიმართლე რომელიც ადრესატმა დასაბამიდანვე იცოდა უბრალოდ ეს ჩემი ბაგეთაგან არასდროს ჰქონდა მოსმენილი. ისე  რა არის ადამიანი ელემენტარული გრძნობის გამხელის ეშიანია,  თითქოს ეს მისი უკანსკნელი წამი იყოს. მაგრამ არა ეს უფრო სიამაყის ამბავია და საკუთარი პიროვნული პატივისცემის, შიში მისი შელახვისა. მაგრამ არსებობენ გამბედავი ადამიანებიც, ან ისეთები რომელთათვისაც  ეს განმბედაობა იმ ტანჯვის შედეგია რომელიც მისი არსებიდან ამოგდების სურვილითაა გამოწვეული. ის დამღლელი გრძნობა ღამეებს რომ თეთრად გათენებინებს ფიქრით:“რა იქნებოდა რომ..“ „რატომ მე არა და სხვა“… „რით ვერ ვაკმაყოფილებ მის სტანდარტებს“… „არდა ხომ შეიძლებოდა რომ სხვაგვრად ყოფილიყო“… და  ა. შ.

და აი სევდამ,  ტაჯვამ და ბევრმა ფიქრმა დაბადა აზრი, რომელიც ცოტა ბავშვური, ბანალური და უაზრო იყო. მაგრამ იმ დროს აზრიანად მეჩვენებოდა, რადგან თვალ-ყურ-ტვინ დაბინდული მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორმე ჩემი სატკივარი იმისთვის მეთქვა ვისაც ეს ეხებოდა და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დამესვა, თუ რა თქმა უნდა უარესს არ მიმზადებდა. მაგრამ იმედი მქონდა რომ ეს არ მოხდებოდა და ერთხელ და სამუდამოდ გავთავისუფლდებოდი ბორკილებისგან.

პირველი რაც უნდა გამეკეთებინა და რაც გავაკეთე, იყო მცხეთაში ჩასვლა. ქალაქში, სადაც ყველაფერი დაიწყო მაგრამ განვითარება და დასრულება არ ეღირსა, ამიტომ უკვე  განვითარებას თუ არა, დასრულებას მაინც ვაპირებდი. არადა ჩვენი მეორე შეხვედრაც ხომ მცხეთაში მოხდა, ისიც სულ 15 წუთით და ისიც ჩემი დაჟინებული თხოვნით. კარგად მახსოვს როგორ გაჰქონდა გულს ბაგა-ბუგი, მეგონა იქვე გავთავდებოდი როცა დავინახე და როცა წელზე ხელი შემომხვია და ისე მაკოცა. შეცვლილი იყო, აშკარად მაჭარს დაღვინება დაეწყო და ეს უფრო მომხიბლელს და სასურველს ხდიდა ჩემს თვალში. მისი სერიოზული გამოხედვა, სიმშვიდე და საოცრად თბილი ღიმილი. გაწონასწორებული მეტყველება და ჩემი აღელვება ყოველი ხმის ამოღებისას. მერე მოწერილი შეტყობინება მის ტელეფონზე, მისი გამომეტყველება და ჩემი კითხვა:“რა მოხდა“?  ტელეფონის ჩემსკენ შემობრუნება და შეტყობინების ჩემთვის წაკითხვა. ტექსტი:“ ბახტა სოცოცხლეზე მეტად მიყვარხარ“. და მისი კომენტარი: „ ვერ ვიტან ესეთ მლიქვნელობას და პირფერობას“. მე რაღა უნდა მეთქვა, რაღაც შორისდებული ვისროლე და ეგ იყო. ამასობაში 15 წუთიც გავიდა, იქნებ არც იყო 15 და უფრო მეტიც იყო მაგრამ მე მხოლოდ 15 წუთად დამრჩა, ჩემთვის მაინც ცოტა იყო, ცოტა იყო, კი ცოტა იყო… მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი, სიხარულისგან ლამის ცას ვეწიე. მერე რა რომ ცოტა ხნით ვნახე და არც მეყო, მერე რა რომ მისმა წასვლა ისევ სევდა დამიტოვა, მერე რა რომ ის იმაზე მეტად სასურველი იყო ვიდრე ადრე 17 წლის ასაკში. ის ადგა და  წავიდა მე კი მის ადგილას დავჯექი და  მის სურნელს ღრმად ვუშვებდი ფილტვებში, რომ რაღაც დრიოს განამვლობაში ამით მეცვოვრა, მანამ სანამ ჩვენი მესამე შეხვედრა არ მოხდებოდა. ეს იყო წელი ოცდამეერთე.

შემდგომში სხვისგან მოსული ამბები მესმოდა მასზე. ერთმა ისიც მითხრა რომ ჩემზე ისე უთქვამს თითქოს მისი ახლობელი ვყოფილვარ და პატივს მცემდა. სიმართლე იყო  თუ ტკბილი ტყუილი მაინც  სულს მოეფონა და სადღაც მზის სისტემის იქით გამაქანა. ეს იყო აწ უკვე ზემოთხსნებული წლის ბოლო მოვლენა.

წელი ოცდამეორე

გაზაფხულის ნაზი სურნელი ამტვერებდა არემარეს. სწორედ აპრილის ერთ-ერთ მშვენიერ დღეს შემთხვევით ინტერნეტ სივრცეში ვიდეოს გადავაწყდი სადაც „იგი“ თავისი პერსონით გიტარაზე უკრავდა და თან მღეროდა. მაშინ ლღობა-დნობად ვიქეცი, ვერ მოვითმინე და სოციალურ ქსელ facebook-ზე, უნდა აღინიშნოს რომ ეს იყო ის ძაფი რომელიც მასთან მაკავშირებდა, მივწერე, ვერ დავმალე ჩემი აღფრთოვანება. ის კი როგორც ყოლვეთვის საკუთარ თავთან ზედმეტად კრიტიკული, შემეწინააღმდეგა და არ დაეთანხმა ჩემს მიერ მიწერილს. ბოლოს კი მომწერა :“ ანუ რომ გიმღერო შეგივარდები?“ და თანს სიცილის სმილი მოაყოლა. ეს იყო მომენტი როცა მეგონა ზედ ცივი წყალთან ერთად თბილი წყალიც გადმოუშვეს. ყელი გამიშრა და ცოტა არ იყოს დავიბენი. საპასუხოდ ისევ შორისდებული ვისროლე და დავრჩი ასე შორისდებულ ნასროლები. არადა ჩემს თავში კი აუღწერელი რამ ხდებოდა. როგორ მინდოდა მიმეწერა, რომ სიმღერა სულ არ ჭირდება მაგას და უკვე ისედაც  მიყვარდა. მაგრამ ეს მომენტიც გავუშვი.

ამავე წელს მოხდა ის რასაც ყველაზე ნაკლებად ველოდი და რომელიც ყველაფერს ასრულებდა. მან სოციალური ქსელიდან წამშალა. როცა ვიკითხე მიზეზი, ყოვლად უაზრობა მივიღე საპასუხოდ : „ვიზუალური ეფექტისთვის ყველას ვშლი“. მეც არაფერი მიმიწერია და ამით თითქოს დავამთავრე. მის იქ ყოფნას მაინც აზრი არ ქონდა. ცხოვრება თავის დინებას მიყვებოდა, პარალელურად კი ჩემი ყველაზე ახლო ადამიანისგან მესმოდა რომ უნივერსიტეტში ხედავდა და ერთი რამოდენიმეჯერ მიესალმნენ კიდეც ერთმანეთს. მეც ვიგრუზებოდი, ასეთ პატარა ქალაქში როგორიც  თბილისია როგორ შეიძლება შემთხვევით მაინც არსად ნახო ვინმე. მაგრამ აი ის კი არასდორს არსად არ მხვდებოდა, ჩვენი გზები უბრალოდ არ იკვეთებოდნენ, განგებას არ უნდოდა ეტყობა. მაგრამ ფიქრით ყოველთვის როცა პეკინს ან ბახსტრიონს გავდიოდი ყოველთვის ვხვდებოდი და ყოველთვის მასთან ვიყავი, მიუხედავად იმისა რომ თითქოს ამომშალა სახეწიგნიდან, მაგრამ მაინც, ის მაინც თავის პეწს არ კარგავდა.

გავიდა ეს შენი წელი ოცდამეორე და დადგა წელი ოცდამესამე. ყოვლად დაუგეგმავად, ჩემმა ზემოთხსენებულმა ახლო ადამიანმა ისევ იხილა იგი, სადღაც კლუბში, ისიც მისი დაბ დღე თენდებოდა. უცებ ისე საშინლად მომინდა მისთვის ამ დღის მილოცვა, რომ ხელებმა თავისით, ჩემგან დამოუკიდებლად აიღეს ტელეფონი და მიწერეს, კიდევ კარგი ნომერი მაინც შევინარჩუნე,: „გილოცავ დაბ დღეს, ყველაფრის მიუხედავად მაინც მიყვარხარ“. მერე ვიფიქრე იქნებ ეს ნომერი აღარ აქვს და ამიტომ სახეწიგნში მივწერე და მიუვულოცე, ორ წამში მომდის შეტყობინება მეგობრებში დამატებისა და მისი პასუხი: „ მადლობა შენც ასევე“. პარალელურად ტელეფონზე მომდის მესიჯი: „ მადლობა მაგრამ რომელი ხარ მიუხედავად ყველაფრისა რომ გიყვარვარ?“ მე კი სახეწიგნში ვუპასუხე :“ მე ვარ თქო“. მისი კითხვა: „ კი მაგრამ რა დავაშავე?“ მე: „ რომ წამშალე ის „. და ჩვენი საუბარი თითქმის აქ დასრულდა.

გავიდა მაისი, გავიდა ივნისი, გავიდა ივლისი და დადგა აგვისტო. თვე როცა გავიცანი. გადავწყვიტე ეს ყველაფერი იმ თვეს დამესრულებინა როცა ეს ყველაფერი დაიწყო. ამიტომაც წავედი მცხეთაში, იმის იმედით რომ იქ იქნებოდა. იმედი გამართლდა. ლამის ერთი კვირა ვფიქრობდი როგორ მიმეწერა, მერე ვეჭვობდი იქნებ არც მოინდომოს ნახვა, ან რატო უნდა ვენახე ვთქვათ. მავრამ  მოვიკრიბე მთელი ჩემი გამბედაობა და მივწერე:

მე : „ ბახტა როგორ ხარ? რას შვრები საით ხარ?“- ძაან მიყრილად მომივდა მაგრამ ასე უფრო ბუნებრივად გამოვიდოდა. მართალია იმ წამსვე არ მოუწერია, მაგრამ მაინც მომწერა თავისი ჩვეული ტექსტით.

ბახტა:“კარგად შენ?  მცხეთაში ვარ.“

მე: „ არამიშავს. ვაა მართლა? კარგია. არ გინდა როგორმე ვნახოთ ერთმანეთი?“ – ეს მივწერე ისე თითქოს არანაირი მიზეზი არ მქონდა მის სანახავად და უბრალოდ ძველი ნაცნობის ნახვა მინდოდა. პასუხმა დააგვიანა. ალბათ ფიქრობდა უნდოდა თუ არა ჩემთან შეხვედრა. ან შეიძლება არც ფიქრობდა არაფერს და უბრალოდ დააუგვიანდა მოწერა, რას გაიგებ. ნახევარი საათის შემდეგ მომდის მესიჯი.

ბახტა: „ კაი გნახავ. მარტო აპირებ მოსვლას?“

მე:“კი მარტო ვიქნები ასე რომ შენც ჯობია მარტო იყო, თან რაღაც საქმე მაქვს.“ – ვერ მოვითმინე და მაინც მივწერე, ასე უფრო დავაინტერესებდი. რა საქმე უნდა მქონოდა  მე რომელსაც თითქმის არანაირი კავშირი და ურთიერთობა არ მქონდა მასთან. ასე რომ  დაინტრიგდებოდა. მისმა პასუხმაც არ დააყოვნა

ბახტა: „ ჰმ! საინტერესოა, და სად  შევხვდეთ და როდის?“-ეს უკვე კარგი იყო, აშკარად დაინტერესდა რა საქმე მქონდა.

მე:“მოდი ხვალ იყოს, ასე 8-ისთვის სკოლის ეზოში.“-აქ კი გულმა ბაგა-ბუგი დაიწყო, უკვე წინასწარვე ვნერვიულობდი როცა წარმოვიდგენდი იმ სიტუაციას რაც შეიძლება დატრიალებულიყო იქ. ვგულისხმობ მის ნახვას და იმას თუ როგორ დავიწყებდი იმ საქმეზე საუბარს. ყველაფერი ისე უნდა გამეკეთებინა რომ სპონტანურად მეთქვა ის რისი თქმაც მინდოდა, და არა ისე როგორც ვიცი ხოლმე ჯერ საკუთარ სამყაროში გავითამაშებ და მერე რეალურში გადმოვიტან. ეს არასდროს ამართლებს, ყოლვეთვის ისე არ არის როგორც ეს დაგეგმილი მაქვს ხოლმე, ასე რომ ამ გეგმაზე უარი ვთქვი. ვეცადე არ მეფიქრა ხვალინდელ დღეზე და მშვიდად დამეძინა.

და აი დადგა ის დღე რომელსაც თითქოს მთელი ეს 4 წელიწადი ველოდი. დრომ დროსაც კი გაუსწრო და 8 საათიც მალე მოიყვანა…

 

Advertisements

3 responses »

    • უთქმელად დასრულდა, ისე რომ მან მაინც ვერ გაიგო ვერაფერი უბრალოდ, ჩემი ეგრეთ წოდებული თავი მიხვდა რომ ეს იყო სხვა არაფერი გარდა ფეტიშისა როცა შემთვევით შევხვდი სადღაც თბილისიდან 380 კილომეტრს იქით ზღვის პირეთში

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s