ქალაქი ზღვისპირა

სტანდარტული

მზე მცხუნვარედ აწვებოდა ქალაქის გზებს და თავის სხივებს ორთქლად აქცევდა. ქალაქს ოხშივარი ასდიოდა. ტრორუარზე მოსიარულე იგრძნობდი ქუჩების სიმხურვალეს. ზაფხულის სურნელს მანქანის გამონაბოლქვის, ხალხის და ცხოველის სურნელი ერწყმოდა. ბურვალზე ხალხი ჭიანჭველასავით ირეოდა, ისეთი შეგრძნებდა გექმნებიდა თითქოს შაბათი დღე ყოფილიყოს და ხალხი საყიდლებზე იყოს გამოსული. ქალაქში იმაზე მეტი ხალხი ირეოდა ვიდრე ეს მის ზომებსა და ფორმებში ჯდება. დედაქალაქიდან გამოქცეული  თავს ამ არც თუ ისე პატარა, მაგრამ უკვე პატარა ქალაქს აფარებდნენ, რადგან გაგრილება და დასვნება უნდოდათ.

ზაფხული კი უკვე მილევის პირას იყო, მაგრამ ამაყი აგვისტო ჯერ ჯიდევ თავისი მეფობის პირველ კვირებს ითვლიდა, როცა ნენსიმ გადაწყვიტა თავის მეგობრებთან ერთად ამ ქალაქს სტუმრებოდა. მათაც იგივე მოტივი ამოძრავებდათ რაც ყველა დანარჩენს: გართობა, დასვენება, გაგრილება, ზაგარი და იქნებ „ღვთაებისთვის“ ხელის წამოკვრაც. ზაფხულის თავგადასავლები ხომ ყველაზე დამამახსოვრებელი და ამაღელვებელია შემდგომ უკვე მოგონებად გცეული. ასე რომ გოგოები თავის თავგადასავალს ეძებდნენ.

ყოველი დღე დილის 9 საათზე იწყებოდა, რათა მცხუნვარე მზისთვის თავი აერიდენიბათ და ნაპირზე კარგი ადგილი შეერჩიათ.ხალხის სიმრავლის გამო ხანდხან ნემსის ჩასაგდები ადგილიც არ იყო რომ ადამიანურად ზაგარი მიგეღო ისე რომ ზედ არავის დაებიჯებინა. ამას ემატებოდა სანაპიროზე მოვაჭრე საზოგადოება რომელიც დღეში ალბათ ხუთჯერ უვლიდნენ მთელს სანაპირო ზოლს. ესეც ერთგვარი ბიზნესი მათვის ვისაც არ ელხინება ამ ცხოვრებაში. ორ-სამ საათიანია კოტრიალობისა და გაგრილების შემდეგ გოგოები თავის ოთახს უბრუნდებოდნენ. ზღვიდან ამოსულებს საოცარი მადა ეხსნებოდათ და საჭმელად იქვე ზღვის ნაპირზე გაშლილ ბუნგალოში მიდიოდნენ. შუა დღეს კი სიესტას იწყობდენ. ასეთი იყო ყოველი დღის შუქი, მანამ სანამ მზე არ ჩაცურდებოდა ზღვაში იმ მიზნით რომ ახლა დასავლეთ ევროპა და შემდგომ ამერიკა გაეღვიძებინა. გართობა და თავგადასავლები სწორედ რომ მზის ჩასვლის შემდეგ იწყებოდა ამ თითქოს და უწყინარ ქალაქში. ყოველ საღამოს ბულვაზე მოსეირნე გოგოები ადგილებს ათვალიერებდნენ თუ სად შეიძლებოდა კარგად გართობა და ცეკვა. ნენსის ბულვარზე სული ეხუთებოდა ამდენი ხალხის ტალღას რომ ხედავდა.

„რა მარაზმია, ასეთი რამ არასდროს მინახავს, თავი ბაზარში მგონია.ლამის კულტურული შოკი მივიღო!“-ეუბნებოდა ნენსი თინას.

„გინდა მთავარი ქუჩით ვიაროთ? როგორც ჩანს მაგარი სოციოფობია გაქვს.“- უპასუხა მენდიმ.

„ხო რა. ისე როგორ მიხვდი რო სოციობიისტი ვარ?“

„არც ისე რთული გამოსაცნობი იყო. ვიცნობდი ერთს ეგეთს.“

მთავარ ქუჩაზე გასვლა მართლაც კარგი იდეაა იყო, რადგან სწორედ იქ იყო თითქმის ყველა გასართობი და საცეკვაო ადგილი. ბევრი ისეთი ადგილი ნახეს სადაც შემდგომ წავიდოდნენ. ჯერ მათი აქ ყოფნის პირველი დღე და იყო და მხოლოდ დაზვერვითი ხასიათის გასვლით შემოიფარგლენ.

„ისე არ მესმის იმ ხალხის ვინც აქ ჩამოდის მხოლოდ საზაგრაოდ და ბულვარზე სასერინოდ“ – უცებ გაახსენდა თინას.

ნენსის გაეცინა. „ მე ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, რომ იცოდე, მაგრამ ნუ მაშინ საპატიო მიზეზი მქონდა, დედაჩემთან ერთად ვიყავი და სხვა რა მოლოდინი უნდა მქონოდა. პენსიონრული დასვნება მქონდა. ზღვა-სახლი-ბუნგალო-ზღვა-სახლი-სეირნობა 20 მერტზე. ესეც ჩემი დასვნება. მაგიტომაც ვერ გავძელი და სამი დღის მერე მოვტყდი აქედან. სად მქონდა ნერვები, თან სულ ბაჭაჭყანები მყავდა გარშემო, 12  საათზე უკვე ლოგინში წიგნის კითხვით რომ იყვნენ გართულები. დღე კიდევ ჯოკრის თამაშით თავ მოებზრებულები. მას მერე თავს პირობა მივეცი დედაჩემთან ერთად ასეთ ადგილას აღარ წამოვალ თქო.“

„მშობლებთან ერთად დასვნება ყოველთვის ეგრეა“-ჩაერთო მენდი. მენდი მათ შორის ყველაზე უფროსი იყო და ცხოვრებისეული გამოცდილებაც მათზე მეტი ქონდა,ან უბრალოდ ცოტა სხვანაირი შეხედულება ჰქონდა ცხოვრებაზე, ასე რომ უყვარდა ხანდახან ფილოსოფოსობა. პლიუს ამას მენდი ამ პატარა მოგზაურობის მთავარი ფინანსისტი იყო.

„ისე რა მოსატანია ეხლა ეს და კარგია რომ გადავწყვიტეთ და წამოვედით, იმედია კარგადაც გავერთობით და ამ შვიდ დღეს პროდუქტიულად გამოვიყენებთ“ – თქვა თინამ.

ნენსიმ მხოლოდ „იასნა“ თქვა და ამით თავისი გამოსვლები დაასრულა. უკვე სახლსაც უახლოვდებოდნენ და დრო იყო ახალი დღისთვის მომზადებულიყვნენ. დღისთვის რომელიც არც იცოდნენ რისი მომტანი შეიძლება ყოფილიყო.

ახალი დღეც დადგა, რომელიც ერთობ გავდა ყველა დანარჩენ დღეს. მზეც ისევე აწვებოდა ქალაქს, ისეთივე ტალღები ეცემოდა ნაპირზე და ხალხიც ისევე ირეოდა როგორც ყოველთვის, გოგოებიც ჩვეულებრივ ემზადებოდნენ ახალი დღის შესახვედრად, დასაზაგრად და სიცხის ცოტა მაინც გასანეიტრალებას. ნენსიც განსაკუთრებულს არაფერს გრძნობდა, ცდილობდა გონება მაქსიმალურად დაესვენა და არაფერზე ეფიქრა. ახალი დღეც თითქოს მიილია,ყველამ თავის წვილი შეიტანა ამ ერთობ ჩვეულებრივ დღეს, მზემაც კი ამერიკაში წავიდა. ღამის ბურუსით შეიმოსა ქალაქი, მაგრამ ჰაერი ისეთივე მძიმე და ცხელი იყო როგორც დღე. ქუჩებს ისევ იხშივარი ასდიოდა, მანქანები ისევ გაბმულაგ ასიგნალებდნენ საშინელი საცობის გამო. გოგოები კი ღამის შესახვედრად ემზადებოდნენ. ადგილი უკვე შერჩეული ქონდათ, ცოცხალი მუსიკა და ცოტა ცეკვა იყო ამჯერად გეგმაში. სამივენი თავისებურად ემზადებოდა. თინა ხუთი საათი აბაზანიდან ვერ გამოსულიყო, მენდი თმის გაკეთებით გართულიყო და თან უკმაყოფილოდ ცდილობდა მის მორჯულებას, ნენსი კი ინტერნეტში ჩაფლული ჯერ განძრევასაც არ ცდილობდა.

„შენ კიდე წევხარ? გამოდი მაგ ინტერნეტიდან და გაემზადე დაგვაგვიანდა“- სიტყვით გამოვიდა აბაზანიდან ახალი გამოსული თინა.

„აი შენ რომ მზად იქნები მეც მზად ვიქნები, მაცალე ცოტახანს ვიღაცას ველაპარაკები, მერეკიდე არ გაიქცევა ეგ ბარი არსად. კარგი რა!“

„არსად გაიქცევა მაგრამ ხალხით კი შეივსება და დავრჩებით ისე.“

„ოჰ! ეგეც ერთადერთი არ იყოს ამ ქალაქში.“

„ადექი, ადექი! მიდი ჰა გელოდები.“

„ მე ბევრი არაფერი მინდა, ერთ კაბას გადავიცვამ, კეტს ამოვიცვამ, მაკიაჟი და მზად ვარ, 5 წუთის საქმეა.“

„გამაგიჟებს ეს გოგო რა.“

„კარგი, კარგი, ვდგები!“

იმაზე სხარტად წამოხდა ლოგინიდან ვიდრე ეს მის შესაძლებობას შეესაბამებოდა. მართლაც 5 წუთში მზად იყო. ერთადერთი რაც ვერ გადაეწყვიტა ნენსის ფეხსაცმლის პრობლემა იყო, მაგრამ ეგეც მალევე მოაგვარა. სარკეში ჩახედულს საკუთარი თავი იმაზე მეტად მოეწონა ვიდრე ოდესმე შეიძლება მოსწონებოდა.

„ნამდვილი გოგო ვარ ამ წუთას.“ – სიცილით დატრიალდა ნენსი. „აი ახლა კი მზად ვარ ცეკვისთვისაც და ყველაფრისთვის რასაც ეს საღამო მიმზადებს. ვოტ!“

ავტობუსით მიმავალი ნენსი არაფერზე ფიქრობდა, უბრალოდ გაღიმებული იჯდა და კაბას იჭერდა რომ ქარს არ აეფრიალებინა.

გოგოებმა ბარის კარი შეაღეს და თავისუფალი მაგიდის ძებნა დაიწყეს. ნენსის ყურადღება სცენისა და ახალგაზრდა და სიმპატიური ბიჭებისგან შემდგარი ბენდისკენ იყო მიპყრობილი ასე რომ გარშემო რა ხდებოდა ჯერ ვერ ამჩნევდა, მხოლოდ მაშინ იწყო ბურანიდან გამოსვლა როცა მენდი თავისუფალ და სასურველ მაგიდაზე დასაჯდომად გაემართა. ნენსიც უკან გაჰყვა თავდახრილი, თინა და მენდი დასაჯდომად ემზადებოდნენ, ნენსიმაც გამოწია სკამი რომ დამჯდარიყო და მექანიკურად მარცხნივ გაიხედა, სრულიად უნებლიედ, თავისით და დაინახა ის რისი დანახვაც ლამის ხუთი წელი უნდადა, პირველი რაც შეამჩნია ისევ ის თბილი ღიმილი იყო რომელიც ასე უყვარდა. გაოცნებისგან ელდანაცამმა მხოლოდ ნახაზ გაღიმება და ცოტა არ იყოს თავდახრილი მის შესაგეგბებლად გაემართა, სულ რაღაც ორი ნაბიჯი იყო რომელიც კილომეტრებად მოეჩვენა, წამი საუკუნედ იქნა, გაახსენდა ყველაფერი როგორ დაიწყო და ამ ფიქრით უცებ რეალობაში დაბრუნება მოუწია.

„ვაა, გრეი? ყველაზე ნაკლებად შენ აქ ნახვას ველოდი“ – გაუცნობიერებლად წამოროშა ნენსიმ. გრძნობდა რომ ნერვიულობდა, მაგრამ ამავე დროს თვალები უბრწყინავდა. იმასაც გრძნობდა რომ ყველაფერი რასაც შიგნით განიცდიდა სახეზე ეწერა, პრინციპში ამას გრეის თვალები ეუბებოდნენ.

„ჰოო ბულგარეთში ვიყავი გასტროლებზე და გადაწყვიტე მეგობრებთან ერთად აქ წამოვსულიყავი.“

„ აჰჰა ისევ ცეკვავ როგორც ჩანს ხო? ძალიან კარგი.“- რატომღაც უნდოდა ეს უაზრო დიალოგი მალე დასრულებულიყო, უხერხულად გრძნობდა თავს მიუხედავად იმისა რომ ბევრჯერ უფიქრია და უოცნებია ამ შეხვედრაზე, მაგრამ ოცნება რეალობოდან ძალიან შორის იყო. ამიტომ ჯობდა თქვითონვე დაესრულებინა ეს უხერხული დიალოგი. „გამიხარდა შენი ნახვა“. მისი პასუხი ზუსტად ვერ დაიმახსოვრა მაგრამ ერთი ის ახსოვს რომ უთხრა „დროებით, და გნახავ.“

ნენსი და მისი მეგობრები თავისი მაგიდისკენ გაეშურნენ. მენდი ვერ მიხვდა რა ხდებოდა, მაგრამ თინამ კარგად იცოდა ყველაფერი ასე რომ მენდისთვის ახსნა განმარტება მოუწიათ. ნენსის ხასიათიც წაუხდა.

„კარგი ნუ ზიხარ ეგეთი სწერვა სახით“- გაულაპარაკა თინამ. „დაინახავს.“

„ვდილობ, მაგრამ…“

„კაი რა დაიკიდე და გაერთე. ბოლო ბოლო გასათობად მოვედით აქ.“

„ჰოო მართალი ხარ!“

ეს კი უთხრა მაგრამ მაინც ვერ წყნარდებოდა, მთელი სხეული უკანკალებდა, ხელი კი გაყინვოდა. ისე იჯდა რომ კარგად ხედავდა გრეის და მის სამეგობროს, თანაც პირდაპირ ხედავდა მას. ასე რომ უნდოდა არ უნდა მაინც  თვალში ხვდებოდა. გრეი თითქოს ყურადღებას არ აქცევდა. იცოდა რომ ზედმეტი ყურადღება არ უნდა გამოეჩინა ნენსისთვის, ამით რაღაც იმედს მისცემდა და მის სიტუაციას გააუარესებდა. როგორც იქნა, ბენდმა დაკვრა დაიწყო და ახლა შეიძლებოდა ყურადღების გადატანა. თითქმის მთელი საღამო სცენის წინ ცეკვაში გაატარა. გრემი მხოლოდ ერთხელ გამოიჩიან ყურადღება, ზურგიდან მიპარვით და მისი პატარაზე მოღუტუნებით. ცდილობდა ძალიან ცდილობდა მისი ყურადღების მიქცევას, ეგონა ეხლა, აი ეხლა მოვიდოდა და მასთან ერთად ცეკვას დაიწყებდა. მაგრამ ნენსი სცენის ერთ მხარეს ერთობოდა, გრეი კი მეორე მხარეს.

სწორედ მაშინ მიხვდა ნენსი რომ ის ძაფიც ნელ ნელა წყდება რომელიც რომ ეგონა მთელი 5 წელიწადი მას რაღაც ზებუნებრივი ძალით აკავებდა. არადა სიზმარშიც ხომ ბევრ მინიშნებებს იღებდა მისგან რომ დრო იყო მისი გაშვების. იმ დროს ვეღარ დააბრუნებდა და რომც დაებრუნებიდა ისეთი აღარ იქნებოდა, მახინჯ ფორმას მიიღებდა და ბოლომდე გასტანჯავდა. ნენსი ბევრ რამეს მიხვდა. თითქოს ამ წლების განამვლობაში ყველაფერი ფუჭი იყო, ყველა მისი ოცნება გრეისთან დაკავშირებული ერთ წამში მოწყდა მიწას და აიორთქლდა, სადღაც კოსმოში შთაინთქა. ყველანარი კავშირი ქიმიური, ფიზიკური, სულიერი დაიკარგა უბრალოდ გაწყდა თითქოს არც არასდროს ყოფილა. იქცა გრე მოისიარულე ხორცის ნაჭრად, როგორც ყველა დანარჩენი ბიჭი რომელიც ნენსისთვის ყოვლად უმნიშვნელო იყო. ამ ერთმა თითქოს და უმნიშვნელო შეხვედრამ მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. თითქოს რაღაც დიდი ლოდი მოეხსნა და ახლა თავისუფლად შეეძლო ფრენა. საკუთარ თავთან და საკუთარ გრზნობებში გაკრკვევა ხომ ადამიანს ათავისუფლებს და სიმშვიდესა და ჰარმონიას ჰგვრის. მეტი რა უნდა ნენსის, იმ ზაფხულს ნენსიმ თავი იღბლიანად მიიჩნია, კოსმოსი მისკენ იყო.

„კაი წავედით, ბენდი მორჩა დაკვრას და მგონი ჩვენი თავები უკვე ამოვწურეთ არა?“-თქვა თინამ, რომელიც თითქოს მობეზრებული და ცოტა დაღლილიც ჩანდა.

„როგორც იტყვით გოგოებო.“-თქვა მენდიმ.

გოგოებმა ბარი დატოვეს. ნენსი იქიდან ისე გამოვიდა გრეის არც დამშვიდობებია, ასე იყო საჭირო თანაც გრეი გართული იყო მომღერალი გოგონას შებმით, რაც ყოველთვის მისი სუსტი წერტილი იყო. ესეც კიდევ ერთი მიზეზი რატომაც ნენსი ვერადროს იქნებოდა მასთან ვერანაირ ფორმაში და მდგომარეობაში. მისი გრეისთან კავშირი აქ უნდა დამთავრებული და სწორედ ამას აკეთებდა. მაგრამ პატარა შოკის ქვეშ მაინც იყო. ბოლომდე ვერ გადაეხარშა ის რაც იმ საღამოს მოხდა. „ცხოვრება სავსეა სურწპრიზებით“-ასეთი იყო მისი სიტყვები როცა იგი ბარს ტოვებდა და ბოლოჯერ უყურებდა გრეის, იმის იმედით რომ მისი ნახვა აღარ მოუწევდა არც ერთ ცხოვრებაში.

მას მერე ქალაქი ისევ და ისევ მხურვალე მხის სხივებში იყო გახვეული, გოგოებმა თავისი წილი თავგადასაცლები მაინც  მიიღეს, ნენსის გრეის სახით და კიდევ ერთი ბიჭის სახით რომელიც ცეკვის დროს გაიცნო, და რომელიც ერთგულებაზე თავს დებდა იმის მიზნით რომ ნენსისთან რამე გამოსვლოდა, თინა პატარა ბიჭების ყურადღებით განებივრებული და მენდი ჩვენი კონტროლის სადარაჯოზე.

ნენსი კი იდგა ზღვის პირას უყურებდა მზის ჩასვლას და თითქოს ამერიკაში მიმავალ მზეს თავის წერილს ატანდა.

ზაფხული  დასრულდა  მაგრამ დარჩა ის მოგონებები რომელიც ამ სამს კარგად გაახსენდება, რადგან სწორედ ასეთი მოგონებები და ერთად გატარებული დრო გაახლოებს ადამიანთან და არასდროს გავიწყებს მას. IMG_20140815_194424

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s