Author Archives: oddcreature

About oddcreature

Inside me is CIVIL WAR between soul and body....

My world is empty without you

სტანდარტული

My world is empty without you

Can’t fill that void left by you,

I have this crave of you touch!

And you eyes! Oh your eyes!

So deep and nice

The sense of your look on my cheek

So foxy and mystique.

The smell of fresh flesh of yours

That makes me open all the doors

Doors that lead us to our hearts

Hearts of wild youth…

My world is empty without you

Coz I cant hear the laugh of yours

I cant feel the warms of yours

I cant see your dimples close

My worlds is empty without you

As you chose it too.

 

P.S Time after time we learn how to turn our pain, inner irritation or suffer into piece of something that will exist util you do.

 

უკულელე სახელად Yuki

სტანდარტული

ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ამ ცხოვრებაში ან რომელიმე სხვა ცხოვრებაში დასაკარავ ინსტრუმენტთან დავამყარებდი მჭიდრო სულიერ კავშირს. ყველაფერი კი ასე დაიწყო….

ზაფხული სწორედ ის დროა როცა შენს ცხოვრებაში რაღაც ახალი შემოდის, ნუ სტერეოტიპულად გაზაფხულია ხოლმე სიახლის მომტანი, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის ზაფხული იყო და დღემდე ასეც რჩება. სეზონი ისე დაიწყო რომ თითქოს გეგმაში არაფერი მქონდა, არა როგორ არ მქონდა მაგრამ ბევრ გეგმას დასაბამიდანვე საფუძველი მოეშალა და უგეგმოდ დარჩენილმა ისევ ზღავს მივაშურე რომ სულ მთალდ უინეტერესო არ ყოფილიყო 2015 წლის ზაფხული. ტრადიციულად ქობულეთში წავედი, ისევ და ისევ ბათუმთან შედარებით იაფობის გამო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო მე და ჩემი მეგობარი სანამ დანარჩენების ჩამოსვლას ველოდებოდით, ზღვის ნაპირზე ჩვეულ ფორმაში ვასრულებდით ჩვენს დანიშნულებას, რაც მზეს შეფიცხებით გამოიხატებოდა. რა თქმა უნდა როცა მზეს ეფიცხები და თან წყალში ვერ ჩადიხარ სხვადასხვა მიზეზებისდა გამო, დგახარ და ათვალიერებ შენს გარშემო ხალხს. ჩვენგან არც თუ ისე შორიახლოს ბიჭების გაკრვეულ რაოდენობას მოეყარა თავი და მათ შორის ერთი ძალზედ შესამჩნევად გამოიყურებოდა, მხოლოდ იმიტო რომ დრედები ქონდა და ხელში საოცარი ზომის გიტარის მაგვარი ინსტრუმენტი ეჭირა. მაშინვე მივხვდი ვისზეც და რაზეც იყო საუბარი. იმ წამსვე somewhere over the rainbow გამახსენდა. რამდენი წუთის მერე ეს ეგრეთ წოდებული უკულელიანი ბიჭი თავზე დაგვადგა, რომელიც ჩვენი სხვა მეგობრის, იმ წელს ვერ წამოვიდა, კურსელი და მეგობარი ყოფილა. ასე რომ ჩვენი გაცნობა და დამეგობრება შედგა. რა თქმა უნდა მე არც ვაცხელე და არც ვაციე, იმ წამსვე უკულელეზე ვკითხე და პირობა დავადებინო რომ მასწავლიდა. ბიჭიც არ იყო წინააღმდეგი და პირობაც თავისთავად მომცა.

უკულელიან ბიჭს სხვა ბიჭიც მოჰყვა და ყოველ საღამოს ასე უკულელის დაკვრით და ჟღარუნით ვიყავით გართულები. უკულელიან ბიჭს კიდევ ერთი, საჟღარუნო,ინსტრუმენტი ქონდა, რომლის ფეხზე გაკეთებაც და ფეხმაჯურად გადაქცევაც შეგეძლო და თან ასეთი სახით მუსიკის ამ ქვეყანაზე მოვლენაც. ასე რომ ის იყო უკულელიანი ბიჭი და მეკიდე ჟღარუნა გოგო, ის უკულელეზე უკრავდა მეკიდე მასთან ერთად სინქორინში ვჟარუნონდი. ხუმრობით ბენდიც კი შემქმენით უკულელე და ჟღარუნო გოგო, რომელმაც მხოლოდ ქობულეთში იარსება და იქვე დარჩა, ჩვენთან ერთად არ წამოსულა. სასიამოვნო იყო ქობულეთის ბულვარზე ჟღრუნათი სიარულით, ყველა გაოცებული იყურებოდა საიდან მოდის ეს ხმაო და წყაროს რომ მიაგნებდნენ უფრო გაკვირვებული საახები ქონდათ ხოლმე.

11892186_10205392374148609_4126041064750903346_n

უკულელე და ჟღარუნა გოგო…

11836720_10205403753633089_4779400198004137300_nჟღარუნა ინსტრუმენტი

რაც შეეხება თავად უკულელეს, პირველი წამიდან,როცა კი ხელში დავიჭირე, ვიგრძენი ის ზებუნებრივი კავშირი რომელსაც ალბათ ყველა მუსიკოსი გრძნობს თავის ინსტრუმენტს როცა პირველად დაიჭერს ხელში. მე რა თქმა უნდა მუსიკოსი არ ვარ მაგრამ, მაინც სასიამოვნოა იპოვო შენთვის ყველანაირად ჰარმონიული ინსტრუმენტი, კომფორტული დასაჭერად და ჟღერადობით მართლაც რომ ჰავაის კუნძულებისთვის შესაფერისი. მაგრამ გარდა ამისა ეს ის ინტრუმენტია რომელის ჰანგები, უბრალოდ ჩამოკვრაც კი შენს აურას, ყოველშემთხვევაში ჩემს აურას თითქოს წმინდავს, ასუფთავებს და ახალ ენერგიას მატებს, სული თითქოს მშვიდდება და რაღაც დოზით ნირვანას სტადიას აღწევს. უკულელე ჩემთვის ინსტრუმენტზე მეტია, ეს არის მკურნავი ყველა სახის გაღიზიანებისა, სევდისა, იმედგაცრუებისა, გულის ტკენის და გატეხვის. საკმარისია ხელში დავიჭირო და დავუკრა რომ მთელი სამყარო სიმშვიდის ზონაში გადადის და იქ რჩება გარკვეული პერიოდი.

უკულელე  არის ბედნიერება….

10154519_10205781319231993_371654672104921262_n

მე და ჩემი Yuki

ან

Emily and Yuki…

 

ქალაქი ზღვისპირა

სტანდარტული

მზე მცხუნვარედ აწვებოდა ქალაქის გზებს და თავის სხივებს ორთქლად აქცევდა. ქალაქს ოხშივარი ასდიოდა. ტრორუარზე მოსიარულე იგრძნობდი ქუჩების სიმხურვალეს. ზაფხულის სურნელს მანქანის გამონაბოლქვის, ხალხის და ცხოველის სურნელი ერწყმოდა. ბურვალზე ხალხი ჭიანჭველასავით ირეოდა, ისეთი შეგრძნებდა გექმნებიდა თითქოს შაბათი დღე ყოფილიყოს და ხალხი საყიდლებზე იყოს გამოსული. ქალაქში იმაზე მეტი ხალხი ირეოდა ვიდრე ეს მის ზომებსა და ფორმებში ჯდება. დედაქალაქიდან გამოქცეული  თავს ამ არც თუ ისე პატარა, მაგრამ უკვე პატარა ქალაქს აფარებდნენ, რადგან გაგრილება და დასვნება უნდოდათ.

ზაფხული კი უკვე მილევის პირას იყო, მაგრამ ამაყი აგვისტო ჯერ ჯიდევ თავისი მეფობის პირველ კვირებს ითვლიდა, როცა ნენსიმ გადაწყვიტა თავის მეგობრებთან ერთად ამ ქალაქს სტუმრებოდა. მათაც იგივე მოტივი ამოძრავებდათ რაც ყველა დანარჩენს: გართობა, დასვენება, გაგრილება, ზაგარი და იქნებ „ღვთაებისთვის“ ხელის წამოკვრაც. ზაფხულის თავგადასავლები ხომ ყველაზე დამამახსოვრებელი და ამაღელვებელია შემდგომ უკვე მოგონებად გცეული. ასე რომ გოგოები თავის თავგადასავალს ეძებდნენ.

ყოველი დღე დილის 9 საათზე იწყებოდა, რათა მცხუნვარე მზისთვის თავი აერიდენიბათ და ნაპირზე კარგი ადგილი შეერჩიათ.ხალხის სიმრავლის გამო ხანდხან ნემსის ჩასაგდები ადგილიც არ იყო რომ ადამიანურად ზაგარი მიგეღო ისე რომ ზედ არავის დაებიჯებინა. ამას ემატებოდა სანაპიროზე მოვაჭრე საზოგადოება რომელიც დღეში ალბათ ხუთჯერ უვლიდნენ მთელს სანაპირო ზოლს. ესეც ერთგვარი ბიზნესი მათვის ვისაც არ ელხინება ამ ცხოვრებაში. ორ-სამ საათიანია კოტრიალობისა და გაგრილების შემდეგ გოგოები თავის ოთახს უბრუნდებოდნენ. ზღვიდან ამოსულებს საოცარი მადა ეხსნებოდათ და საჭმელად იქვე ზღვის ნაპირზე გაშლილ ბუნგალოში მიდიოდნენ. შუა დღეს კი სიესტას იწყობდენ. ასეთი იყო ყოველი დღის შუქი, მანამ სანამ მზე არ ჩაცურდებოდა ზღვაში იმ მიზნით რომ ახლა დასავლეთ ევროპა და შემდგომ ამერიკა გაეღვიძებინა. გართობა და თავგადასავლები სწორედ რომ მზის ჩასვლის შემდეგ იწყებოდა ამ თითქოს და უწყინარ ქალაქში. ყოველ საღამოს ბულვაზე მოსეირნე გოგოები ადგილებს ათვალიერებდნენ თუ სად შეიძლებოდა კარგად გართობა და ცეკვა. ნენსის ბულვარზე სული ეხუთებოდა ამდენი ხალხის ტალღას რომ ხედავდა.

„რა მარაზმია, ასეთი რამ არასდროს მინახავს, თავი ბაზარში მგონია.ლამის კულტურული შოკი მივიღო!“-ეუბნებოდა ნენსი თინას.

„გინდა მთავარი ქუჩით ვიაროთ? როგორც ჩანს მაგარი სოციოფობია გაქვს.“- უპასუხა მენდიმ.

„ხო რა. ისე როგორ მიხვდი რო სოციობიისტი ვარ?“

„არც ისე რთული გამოსაცნობი იყო. ვიცნობდი ერთს ეგეთს.“

მთავარ ქუჩაზე გასვლა მართლაც კარგი იდეაა იყო, რადგან სწორედ იქ იყო თითქმის ყველა გასართობი და საცეკვაო ადგილი. ბევრი ისეთი ადგილი ნახეს სადაც შემდგომ წავიდოდნენ. ჯერ მათი აქ ყოფნის პირველი დღე და იყო და მხოლოდ დაზვერვითი ხასიათის გასვლით შემოიფარგლენ.

„ისე არ მესმის იმ ხალხის ვინც აქ ჩამოდის მხოლოდ საზაგრაოდ და ბულვარზე სასერინოდ“ – უცებ გაახსენდა თინას.

ნენსის გაეცინა. „ მე ვიყავი ერთ-ერთი მათგანი, რომ იცოდე, მაგრამ ნუ მაშინ საპატიო მიზეზი მქონდა, დედაჩემთან ერთად ვიყავი და სხვა რა მოლოდინი უნდა მქონოდა. პენსიონრული დასვნება მქონდა. ზღვა-სახლი-ბუნგალო-ზღვა-სახლი-სეირნობა 20 მერტზე. ესეც ჩემი დასვნება. მაგიტომაც ვერ გავძელი და სამი დღის მერე მოვტყდი აქედან. სად მქონდა ნერვები, თან სულ ბაჭაჭყანები მყავდა გარშემო, 12  საათზე უკვე ლოგინში წიგნის კითხვით რომ იყვნენ გართულები. დღე კიდევ ჯოკრის თამაშით თავ მოებზრებულები. მას მერე თავს პირობა მივეცი დედაჩემთან ერთად ასეთ ადგილას აღარ წამოვალ თქო.“

„მშობლებთან ერთად დასვნება ყოველთვის ეგრეა“-ჩაერთო მენდი. მენდი მათ შორის ყველაზე უფროსი იყო და ცხოვრებისეული გამოცდილებაც მათზე მეტი ქონდა,ან უბრალოდ ცოტა სხვანაირი შეხედულება ჰქონდა ცხოვრებაზე, ასე რომ უყვარდა ხანდახან ფილოსოფოსობა. პლიუს ამას მენდი ამ პატარა მოგზაურობის მთავარი ფინანსისტი იყო.

„ისე რა მოსატანია ეხლა ეს და კარგია რომ გადავწყვიტეთ და წამოვედით, იმედია კარგადაც გავერთობით და ამ შვიდ დღეს პროდუქტიულად გამოვიყენებთ“ – თქვა თინამ.

ნენსიმ მხოლოდ „იასნა“ თქვა და ამით თავისი გამოსვლები დაასრულა. უკვე სახლსაც უახლოვდებოდნენ და დრო იყო ახალი დღისთვის მომზადებულიყვნენ. დღისთვის რომელიც არც იცოდნენ რისი მომტანი შეიძლება ყოფილიყო.

ახალი დღეც დადგა, რომელიც ერთობ გავდა ყველა დანარჩენ დღეს. მზეც ისევე აწვებოდა ქალაქს, ისეთივე ტალღები ეცემოდა ნაპირზე და ხალხიც ისევე ირეოდა როგორც ყოველთვის, გოგოებიც ჩვეულებრივ ემზადებოდნენ ახალი დღის შესახვედრად, დასაზაგრად და სიცხის ცოტა მაინც გასანეიტრალებას. ნენსიც განსაკუთრებულს არაფერს გრძნობდა, ცდილობდა გონება მაქსიმალურად დაესვენა და არაფერზე ეფიქრა. ახალი დღეც თითქოს მიილია,ყველამ თავის წვილი შეიტანა ამ ერთობ ჩვეულებრივ დღეს, მზემაც კი ამერიკაში წავიდა. ღამის ბურუსით შეიმოსა ქალაქი, მაგრამ ჰაერი ისეთივე მძიმე და ცხელი იყო როგორც დღე. ქუჩებს ისევ იხშივარი ასდიოდა, მანქანები ისევ გაბმულაგ ასიგნალებდნენ საშინელი საცობის გამო. გოგოები კი ღამის შესახვედრად ემზადებოდნენ. ადგილი უკვე შერჩეული ქონდათ, ცოცხალი მუსიკა და ცოტა ცეკვა იყო ამჯერად გეგმაში. სამივენი თავისებურად ემზადებოდა. თინა ხუთი საათი აბაზანიდან ვერ გამოსულიყო, მენდი თმის გაკეთებით გართულიყო და თან უკმაყოფილოდ ცდილობდა მის მორჯულებას, ნენსი კი ინტერნეტში ჩაფლული ჯერ განძრევასაც არ ცდილობდა.

„შენ კიდე წევხარ? გამოდი მაგ ინტერნეტიდან და გაემზადე დაგვაგვიანდა“- სიტყვით გამოვიდა აბაზანიდან ახალი გამოსული თინა.

„აი შენ რომ მზად იქნები მეც მზად ვიქნები, მაცალე ცოტახანს ვიღაცას ველაპარაკები, მერეკიდე არ გაიქცევა ეგ ბარი არსად. კარგი რა!“

„არსად გაიქცევა მაგრამ ხალხით კი შეივსება და დავრჩებით ისე.“

„ოჰ! ეგეც ერთადერთი არ იყოს ამ ქალაქში.“

„ადექი, ადექი! მიდი ჰა გელოდები.“

„ მე ბევრი არაფერი მინდა, ერთ კაბას გადავიცვამ, კეტს ამოვიცვამ, მაკიაჟი და მზად ვარ, 5 წუთის საქმეა.“

„გამაგიჟებს ეს გოგო რა.“

„კარგი, კარგი, ვდგები!“

იმაზე სხარტად წამოხდა ლოგინიდან ვიდრე ეს მის შესაძლებობას შეესაბამებოდა. მართლაც 5 წუთში მზად იყო. ერთადერთი რაც ვერ გადაეწყვიტა ნენსის ფეხსაცმლის პრობლემა იყო, მაგრამ ეგეც მალევე მოაგვარა. სარკეში ჩახედულს საკუთარი თავი იმაზე მეტად მოეწონა ვიდრე ოდესმე შეიძლება მოსწონებოდა.

„ნამდვილი გოგო ვარ ამ წუთას.“ – სიცილით დატრიალდა ნენსი. „აი ახლა კი მზად ვარ ცეკვისთვისაც და ყველაფრისთვის რასაც ეს საღამო მიმზადებს. ვოტ!“

ავტობუსით მიმავალი ნენსი არაფერზე ფიქრობდა, უბრალოდ გაღიმებული იჯდა და კაბას იჭერდა რომ ქარს არ აეფრიალებინა.

გოგოებმა ბარის კარი შეაღეს და თავისუფალი მაგიდის ძებნა დაიწყეს. ნენსის ყურადღება სცენისა და ახალგაზრდა და სიმპატიური ბიჭებისგან შემდგარი ბენდისკენ იყო მიპყრობილი ასე რომ გარშემო რა ხდებოდა ჯერ ვერ ამჩნევდა, მხოლოდ მაშინ იწყო ბურანიდან გამოსვლა როცა მენდი თავისუფალ და სასურველ მაგიდაზე დასაჯდომად გაემართა. ნენსიც უკან გაჰყვა თავდახრილი, თინა და მენდი დასაჯდომად ემზადებოდნენ, ნენსიმაც გამოწია სკამი რომ დამჯდარიყო და მექანიკურად მარცხნივ გაიხედა, სრულიად უნებლიედ, თავისით და დაინახა ის რისი დანახვაც ლამის ხუთი წელი უნდადა, პირველი რაც შეამჩნია ისევ ის თბილი ღიმილი იყო რომელიც ასე უყვარდა. გაოცნებისგან ელდანაცამმა მხოლოდ ნახაზ გაღიმება და ცოტა არ იყოს თავდახრილი მის შესაგეგბებლად გაემართა, სულ რაღაც ორი ნაბიჯი იყო რომელიც კილომეტრებად მოეჩვენა, წამი საუკუნედ იქნა, გაახსენდა ყველაფერი როგორ დაიწყო და ამ ფიქრით უცებ რეალობაში დაბრუნება მოუწია.

„ვაა, გრეი? ყველაზე ნაკლებად შენ აქ ნახვას ველოდი“ – გაუცნობიერებლად წამოროშა ნენსიმ. გრძნობდა რომ ნერვიულობდა, მაგრამ ამავე დროს თვალები უბრწყინავდა. იმასაც გრძნობდა რომ ყველაფერი რასაც შიგნით განიცდიდა სახეზე ეწერა, პრინციპში ამას გრეის თვალები ეუბებოდნენ.

„ჰოო ბულგარეთში ვიყავი გასტროლებზე და გადაწყვიტე მეგობრებთან ერთად აქ წამოვსულიყავი.“

„ აჰჰა ისევ ცეკვავ როგორც ჩანს ხო? ძალიან კარგი.“- რატომღაც უნდოდა ეს უაზრო დიალოგი მალე დასრულებულიყო, უხერხულად გრძნობდა თავს მიუხედავად იმისა რომ ბევრჯერ უფიქრია და უოცნებია ამ შეხვედრაზე, მაგრამ ოცნება რეალობოდან ძალიან შორის იყო. ამიტომ ჯობდა თქვითონვე დაესრულებინა ეს უხერხული დიალოგი. „გამიხარდა შენი ნახვა“. მისი პასუხი ზუსტად ვერ დაიმახსოვრა მაგრამ ერთი ის ახსოვს რომ უთხრა „დროებით, და გნახავ.“

ნენსი და მისი მეგობრები თავისი მაგიდისკენ გაეშურნენ. მენდი ვერ მიხვდა რა ხდებოდა, მაგრამ თინამ კარგად იცოდა ყველაფერი ასე რომ მენდისთვის ახსნა განმარტება მოუწიათ. ნენსის ხასიათიც წაუხდა.

„კარგი ნუ ზიხარ ეგეთი სწერვა სახით“- გაულაპარაკა თინამ. „დაინახავს.“

„ვდილობ, მაგრამ…“

„კაი რა დაიკიდე და გაერთე. ბოლო ბოლო გასათობად მოვედით აქ.“

„ჰოო მართალი ხარ!“

ეს კი უთხრა მაგრამ მაინც ვერ წყნარდებოდა, მთელი სხეული უკანკალებდა, ხელი კი გაყინვოდა. ისე იჯდა რომ კარგად ხედავდა გრეის და მის სამეგობროს, თანაც პირდაპირ ხედავდა მას. ასე რომ უნდოდა არ უნდა მაინც  თვალში ხვდებოდა. გრეი თითქოს ყურადღებას არ აქცევდა. იცოდა რომ ზედმეტი ყურადღება არ უნდა გამოეჩინა ნენსისთვის, ამით რაღაც იმედს მისცემდა და მის სიტუაციას გააუარესებდა. როგორც იქნა, ბენდმა დაკვრა დაიწყო და ახლა შეიძლებოდა ყურადღების გადატანა. თითქმის მთელი საღამო სცენის წინ ცეკვაში გაატარა. გრემი მხოლოდ ერთხელ გამოიჩიან ყურადღება, ზურგიდან მიპარვით და მისი პატარაზე მოღუტუნებით. ცდილობდა ძალიან ცდილობდა მისი ყურადღების მიქცევას, ეგონა ეხლა, აი ეხლა მოვიდოდა და მასთან ერთად ცეკვას დაიწყებდა. მაგრამ ნენსი სცენის ერთ მხარეს ერთობოდა, გრეი კი მეორე მხარეს.

სწორედ მაშინ მიხვდა ნენსი რომ ის ძაფიც ნელ ნელა წყდება რომელიც რომ ეგონა მთელი 5 წელიწადი მას რაღაც ზებუნებრივი ძალით აკავებდა. არადა სიზმარშიც ხომ ბევრ მინიშნებებს იღებდა მისგან რომ დრო იყო მისი გაშვების. იმ დროს ვეღარ დააბრუნებდა და რომც დაებრუნებიდა ისეთი აღარ იქნებოდა, მახინჯ ფორმას მიიღებდა და ბოლომდე გასტანჯავდა. ნენსი ბევრ რამეს მიხვდა. თითქოს ამ წლების განამვლობაში ყველაფერი ფუჭი იყო, ყველა მისი ოცნება გრეისთან დაკავშირებული ერთ წამში მოწყდა მიწას და აიორთქლდა, სადღაც კოსმოში შთაინთქა. ყველანარი კავშირი ქიმიური, ფიზიკური, სულიერი დაიკარგა უბრალოდ გაწყდა თითქოს არც არასდროს ყოფილა. იქცა გრე მოისიარულე ხორცის ნაჭრად, როგორც ყველა დანარჩენი ბიჭი რომელიც ნენსისთვის ყოვლად უმნიშვნელო იყო. ამ ერთმა თითქოს და უმნიშვნელო შეხვედრამ მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. თითქოს რაღაც დიდი ლოდი მოეხსნა და ახლა თავისუფლად შეეძლო ფრენა. საკუთარ თავთან და საკუთარ გრზნობებში გაკრკვევა ხომ ადამიანს ათავისუფლებს და სიმშვიდესა და ჰარმონიას ჰგვრის. მეტი რა უნდა ნენსის, იმ ზაფხულს ნენსიმ თავი იღბლიანად მიიჩნია, კოსმოსი მისკენ იყო.

„კაი წავედით, ბენდი მორჩა დაკვრას და მგონი ჩვენი თავები უკვე ამოვწურეთ არა?“-თქვა თინამ, რომელიც თითქოს მობეზრებული და ცოტა დაღლილიც ჩანდა.

„როგორც იტყვით გოგოებო.“-თქვა მენდიმ.

გოგოებმა ბარი დატოვეს. ნენსი იქიდან ისე გამოვიდა გრეის არც დამშვიდობებია, ასე იყო საჭირო თანაც გრეი გართული იყო მომღერალი გოგონას შებმით, რაც ყოველთვის მისი სუსტი წერტილი იყო. ესეც კიდევ ერთი მიზეზი რატომაც ნენსი ვერადროს იქნებოდა მასთან ვერანაირ ფორმაში და მდგომარეობაში. მისი გრეისთან კავშირი აქ უნდა დამთავრებული და სწორედ ამას აკეთებდა. მაგრამ პატარა შოკის ქვეშ მაინც იყო. ბოლომდე ვერ გადაეხარშა ის რაც იმ საღამოს მოხდა. „ცხოვრება სავსეა სურწპრიზებით“-ასეთი იყო მისი სიტყვები როცა იგი ბარს ტოვებდა და ბოლოჯერ უყურებდა გრეის, იმის იმედით რომ მისი ნახვა აღარ მოუწევდა არც ერთ ცხოვრებაში.

მას მერე ქალაქი ისევ და ისევ მხურვალე მხის სხივებში იყო გახვეული, გოგოებმა თავისი წილი თავგადასაცლები მაინც  მიიღეს, ნენსის გრეის სახით და კიდევ ერთი ბიჭის სახით რომელიც ცეკვის დროს გაიცნო, და რომელიც ერთგულებაზე თავს დებდა იმის მიზნით რომ ნენსისთან რამე გამოსვლოდა, თინა პატარა ბიჭების ყურადღებით განებივრებული და მენდი ჩვენი კონტროლის სადარაჯოზე.

ნენსი კი იდგა ზღვის პირას უყურებდა მზის ჩასვლას და თითქოს ამერიკაში მიმავალ მზეს თავის წერილს ატანდა.

ზაფხული  დასრულდა  მაგრამ დარჩა ის მოგონებები რომელიც ამ სამს კარგად გაახსენდება, რადგან სწორედ ასეთი მოგონებები და ერთად გატარებული დრო გაახლოებს ადამიანთან და არასდროს გავიწყებს მას. IMG_20140815_194424

წელი 23-ე….

სტანდარტული

წელი 19….   წელი 20… წელი 21-ე… წელი 22-ე და წელი 23-ე….

წელი როცა გადავწყვიტე ჩემი 4 საუკუნოვანო ტანჯვისთვის ბოლო მომეღო. მაგრამ ეს მხოლოდ გადწყვეტის დონეზე იყო, თორემ არც გეგმა მქონდა შემუშავებული და არც ის ვეცოდი დანამდვილებით შევძლებდი თუ არა ამას. არადა თითქოს შეუძლებელი არც არაფერი  იყო, უბრალოდ სიმართლე უნდა მელაპარაკა, სიმართლე რომელიც ადრესატმა დასაბამიდანვე იცოდა უბრალოდ ეს ჩემი ბაგეთაგან არასდროს ჰქონდა მოსმენილი. ისე  რა არის ადამიანი ელემენტარული გრძნობის გამხელის ეშიანია,  თითქოს ეს მისი უკანსკნელი წამი იყოს. მაგრამ არა ეს უფრო სიამაყის ამბავია და საკუთარი პიროვნული პატივისცემის, შიში მისი შელახვისა. მაგრამ არსებობენ გამბედავი ადამიანებიც, ან ისეთები რომელთათვისაც  ეს განმბედაობა იმ ტანჯვის შედეგია რომელიც მისი არსებიდან ამოგდების სურვილითაა გამოწვეული. ის დამღლელი გრძნობა ღამეებს რომ თეთრად გათენებინებს ფიქრით:“რა იქნებოდა რომ..“ „რატომ მე არა და სხვა“… „რით ვერ ვაკმაყოფილებ მის სტანდარტებს“… „არდა ხომ შეიძლებოდა რომ სხვაგვრად ყოფილიყო“… და  ა. შ.

და აი სევდამ,  ტაჯვამ და ბევრმა ფიქრმა დაბადა აზრი, რომელიც ცოტა ბავშვური, ბანალური და უაზრო იყო. მაგრამ იმ დროს აზრიანად მეჩვენებოდა, რადგან თვალ-ყურ-ტვინ დაბინდული მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, როგორმე ჩემი სატკივარი იმისთვის მეთქვა ვისაც ეს ეხებოდა და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დამესვა, თუ რა თქმა უნდა უარესს არ მიმზადებდა. მაგრამ იმედი მქონდა რომ ეს არ მოხდებოდა და ერთხელ და სამუდამოდ გავთავისუფლდებოდი ბორკილებისგან.

პირველი რაც უნდა გამეკეთებინა და რაც გავაკეთე, იყო მცხეთაში ჩასვლა. ქალაქში, სადაც ყველაფერი დაიწყო მაგრამ განვითარება და დასრულება არ ეღირსა, ამიტომ უკვე  განვითარებას თუ არა, დასრულებას მაინც ვაპირებდი. არადა ჩვენი მეორე შეხვედრაც ხომ მცხეთაში მოხდა, ისიც სულ 15 წუთით და ისიც ჩემი დაჟინებული თხოვნით. კარგად მახსოვს როგორ გაჰქონდა გულს ბაგა-ბუგი, მეგონა იქვე გავთავდებოდი როცა დავინახე და როცა წელზე ხელი შემომხვია და ისე მაკოცა. შეცვლილი იყო, აშკარად მაჭარს დაღვინება დაეწყო და ეს უფრო მომხიბლელს და სასურველს ხდიდა ჩემს თვალში. მისი სერიოზული გამოხედვა, სიმშვიდე და საოცრად თბილი ღიმილი. გაწონასწორებული მეტყველება და ჩემი აღელვება ყოველი ხმის ამოღებისას. მერე მოწერილი შეტყობინება მის ტელეფონზე, მისი გამომეტყველება და ჩემი კითხვა:“რა მოხდა“?  ტელეფონის ჩემსკენ შემობრუნება და შეტყობინების ჩემთვის წაკითხვა. ტექსტი:“ ბახტა სოცოცხლეზე მეტად მიყვარხარ“. და მისი კომენტარი: „ ვერ ვიტან ესეთ მლიქვნელობას და პირფერობას“. მე რაღა უნდა მეთქვა, რაღაც შორისდებული ვისროლე და ეგ იყო. ამასობაში 15 წუთიც გავიდა, იქნებ არც იყო 15 და უფრო მეტიც იყო მაგრამ მე მხოლოდ 15 წუთად დამრჩა, ჩემთვის მაინც ცოტა იყო, ცოტა იყო, კი ცოტა იყო… მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი, სიხარულისგან ლამის ცას ვეწიე. მერე რა რომ ცოტა ხნით ვნახე და არც მეყო, მერე რა რომ მისმა წასვლა ისევ სევდა დამიტოვა, მერე რა რომ ის იმაზე მეტად სასურველი იყო ვიდრე ადრე 17 წლის ასაკში. ის ადგა და  წავიდა მე კი მის ადგილას დავჯექი და  მის სურნელს ღრმად ვუშვებდი ფილტვებში, რომ რაღაც დრიოს განამვლობაში ამით მეცვოვრა, მანამ სანამ ჩვენი მესამე შეხვედრა არ მოხდებოდა. ეს იყო წელი ოცდამეერთე.

შემდგომში სხვისგან მოსული ამბები მესმოდა მასზე. ერთმა ისიც მითხრა რომ ჩემზე ისე უთქვამს თითქოს მისი ახლობელი ვყოფილვარ და პატივს მცემდა. სიმართლე იყო  თუ ტკბილი ტყუილი მაინც  სულს მოეფონა და სადღაც მზის სისტემის იქით გამაქანა. ეს იყო აწ უკვე ზემოთხსნებული წლის ბოლო მოვლენა.

წელი ოცდამეორე

გაზაფხულის ნაზი სურნელი ამტვერებდა არემარეს. სწორედ აპრილის ერთ-ერთ მშვენიერ დღეს შემთხვევით ინტერნეტ სივრცეში ვიდეოს გადავაწყდი სადაც „იგი“ თავისი პერსონით გიტარაზე უკრავდა და თან მღეროდა. მაშინ ლღობა-დნობად ვიქეცი, ვერ მოვითმინე და სოციალურ ქსელ facebook-ზე, უნდა აღინიშნოს რომ ეს იყო ის ძაფი რომელიც მასთან მაკავშირებდა, მივწერე, ვერ დავმალე ჩემი აღფრთოვანება. ის კი როგორც ყოლვეთვის საკუთარ თავთან ზედმეტად კრიტიკული, შემეწინააღმდეგა და არ დაეთანხმა ჩემს მიერ მიწერილს. ბოლოს კი მომწერა :“ ანუ რომ გიმღერო შეგივარდები?“ და თანს სიცილის სმილი მოაყოლა. ეს იყო მომენტი როცა მეგონა ზედ ცივი წყალთან ერთად თბილი წყალიც გადმოუშვეს. ყელი გამიშრა და ცოტა არ იყოს დავიბენი. საპასუხოდ ისევ შორისდებული ვისროლე და დავრჩი ასე შორისდებულ ნასროლები. არადა ჩემს თავში კი აუღწერელი რამ ხდებოდა. როგორ მინდოდა მიმეწერა, რომ სიმღერა სულ არ ჭირდება მაგას და უკვე ისედაც  მიყვარდა. მაგრამ ეს მომენტიც გავუშვი.

ამავე წელს მოხდა ის რასაც ყველაზე ნაკლებად ველოდი და რომელიც ყველაფერს ასრულებდა. მან სოციალური ქსელიდან წამშალა. როცა ვიკითხე მიზეზი, ყოვლად უაზრობა მივიღე საპასუხოდ : „ვიზუალური ეფექტისთვის ყველას ვშლი“. მეც არაფერი მიმიწერია და ამით თითქოს დავამთავრე. მის იქ ყოფნას მაინც აზრი არ ქონდა. ცხოვრება თავის დინებას მიყვებოდა, პარალელურად კი ჩემი ყველაზე ახლო ადამიანისგან მესმოდა რომ უნივერსიტეტში ხედავდა და ერთი რამოდენიმეჯერ მიესალმნენ კიდეც ერთმანეთს. მეც ვიგრუზებოდი, ასეთ პატარა ქალაქში როგორიც  თბილისია როგორ შეიძლება შემთხვევით მაინც არსად ნახო ვინმე. მაგრამ აი ის კი არასდორს არსად არ მხვდებოდა, ჩვენი გზები უბრალოდ არ იკვეთებოდნენ, განგებას არ უნდოდა ეტყობა. მაგრამ ფიქრით ყოველთვის როცა პეკინს ან ბახსტრიონს გავდიოდი ყოველთვის ვხვდებოდი და ყოველთვის მასთან ვიყავი, მიუხედავად იმისა რომ თითქოს ამომშალა სახეწიგნიდან, მაგრამ მაინც, ის მაინც თავის პეწს არ კარგავდა.

გავიდა ეს შენი წელი ოცდამეორე და დადგა წელი ოცდამესამე. ყოვლად დაუგეგმავად, ჩემმა ზემოთხსენებულმა ახლო ადამიანმა ისევ იხილა იგი, სადღაც კლუბში, ისიც მისი დაბ დღე თენდებოდა. უცებ ისე საშინლად მომინდა მისთვის ამ დღის მილოცვა, რომ ხელებმა თავისით, ჩემგან დამოუკიდებლად აიღეს ტელეფონი და მიწერეს, კიდევ კარგი ნომერი მაინც შევინარჩუნე,: „გილოცავ დაბ დღეს, ყველაფრის მიუხედავად მაინც მიყვარხარ“. მერე ვიფიქრე იქნებ ეს ნომერი აღარ აქვს და ამიტომ სახეწიგნში მივწერე და მიუვულოცე, ორ წამში მომდის შეტყობინება მეგობრებში დამატებისა და მისი პასუხი: „ მადლობა შენც ასევე“. პარალელურად ტელეფონზე მომდის მესიჯი: „ მადლობა მაგრამ რომელი ხარ მიუხედავად ყველაფრისა რომ გიყვარვარ?“ მე კი სახეწიგნში ვუპასუხე :“ მე ვარ თქო“. მისი კითხვა: „ კი მაგრამ რა დავაშავე?“ მე: „ რომ წამშალე ის „. და ჩვენი საუბარი თითქმის აქ დასრულდა.

გავიდა მაისი, გავიდა ივნისი, გავიდა ივლისი და დადგა აგვისტო. თვე როცა გავიცანი. გადავწყვიტე ეს ყველაფერი იმ თვეს დამესრულებინა როცა ეს ყველაფერი დაიწყო. ამიტომაც წავედი მცხეთაში, იმის იმედით რომ იქ იქნებოდა. იმედი გამართლდა. ლამის ერთი კვირა ვფიქრობდი როგორ მიმეწერა, მერე ვეჭვობდი იქნებ არც მოინდომოს ნახვა, ან რატო უნდა ვენახე ვთქვათ. მავრამ  მოვიკრიბე მთელი ჩემი გამბედაობა და მივწერე:

მე : „ ბახტა როგორ ხარ? რას შვრები საით ხარ?“- ძაან მიყრილად მომივდა მაგრამ ასე უფრო ბუნებრივად გამოვიდოდა. მართალია იმ წამსვე არ მოუწერია, მაგრამ მაინც მომწერა თავისი ჩვეული ტექსტით.

ბახტა:“კარგად შენ?  მცხეთაში ვარ.“

მე: „ არამიშავს. ვაა მართლა? კარგია. არ გინდა როგორმე ვნახოთ ერთმანეთი?“ – ეს მივწერე ისე თითქოს არანაირი მიზეზი არ მქონდა მის სანახავად და უბრალოდ ძველი ნაცნობის ნახვა მინდოდა. პასუხმა დააგვიანა. ალბათ ფიქრობდა უნდოდა თუ არა ჩემთან შეხვედრა. ან შეიძლება არც ფიქრობდა არაფერს და უბრალოდ დააუგვიანდა მოწერა, რას გაიგებ. ნახევარი საათის შემდეგ მომდის მესიჯი.

ბახტა: „ კაი გნახავ. მარტო აპირებ მოსვლას?“

მე:“კი მარტო ვიქნები ასე რომ შენც ჯობია მარტო იყო, თან რაღაც საქმე მაქვს.“ – ვერ მოვითმინე და მაინც მივწერე, ასე უფრო დავაინტერესებდი. რა საქმე უნდა მქონოდა  მე რომელსაც თითქმის არანაირი კავშირი და ურთიერთობა არ მქონდა მასთან. ასე რომ  დაინტრიგდებოდა. მისმა პასუხმაც არ დააყოვნა

ბახტა: „ ჰმ! საინტერესოა, და სად  შევხვდეთ და როდის?“-ეს უკვე კარგი იყო, აშკარად დაინტერესდა რა საქმე მქონდა.

მე:“მოდი ხვალ იყოს, ასე 8-ისთვის სკოლის ეზოში.“-აქ კი გულმა ბაგა-ბუგი დაიწყო, უკვე წინასწარვე ვნერვიულობდი როცა წარმოვიდგენდი იმ სიტუაციას რაც შეიძლება დატრიალებულიყო იქ. ვგულისხმობ მის ნახვას და იმას თუ როგორ დავიწყებდი იმ საქმეზე საუბარს. ყველაფერი ისე უნდა გამეკეთებინა რომ სპონტანურად მეთქვა ის რისი თქმაც მინდოდა, და არა ისე როგორც ვიცი ხოლმე ჯერ საკუთარ სამყაროში გავითამაშებ და მერე რეალურში გადმოვიტან. ეს არასდროს ამართლებს, ყოლვეთვის ისე არ არის როგორც ეს დაგეგმილი მაქვს ხოლმე, ასე რომ ამ გეგმაზე უარი ვთქვი. ვეცადე არ მეფიქრა ხვალინდელ დღეზე და მშვიდად დამეძინა.

და აი დადგა ის დღე რომელსაც თითქოს მთელი ეს 4 წელიწადი ველოდი. დრომ დროსაც კი გაუსწრო და 8 საათიც მალე მოიყვანა…

 

Date an AIESECer

სტანდარტული

 

Date an AIESECer. Date someone who believes that if their dreams don’t scare them, then they’re not big enough. Date a change maker, a person who believes he was born for a reason. They may not be the perfect flawless people you’ll meet in your life, but you’ll be impressed by how much they’re endlessly working on themselves.

Find an AIESECer. You’ll spot them dancing their own moves (roll calls) on certain songs. They spend too much time on Gmail and Google Drive. Once you get to know an AIESECer, spontaneously you’ll get to know many others. As AIESECers deal with each other as family, they don’t only work together, go visits or work on projects together. But they get so connected that they literally spend their whole time together. They feel free to call their AIESEC friends to hang out together even if they talked to them once. Yes, socializing is that easy when you’re dealing with AIESECers.

Don’t panic when they ask you for personal feedback after anything. It’s not a joke. They will actually consider whatever you’ll tell them. As they are in their journey of self discovery and development. Don’t get bored when they keep telling you about their AIESEC dreams, get very excited when they step into a new role in their AIESEC experience, you may think they’re stupid but you’ll get all these syndromes when you join, too. And you’ll hear the most famous line ever “Didn’t I tell you how awesome it is?”.

Trust me, AIESECers don’t live in their own bubble. You may find them the most interesting people to talk with about politics, philosophy, art and life. AIESECers are travelers and leaders, you’ll get fascinated by how much experience, knowledge and wisdom they have.

Date an AIESECer and the huge amount of motivation you’ll get would be simply unbelievable. An AIESECer would understand that you’re a human being and you need to get motivated every now and then. You’ll find them supporting you like ever, with all the words and actions they can provide you with.

Date an AIESECer so when you’re about to take a new step into your career, you’ll find them your guardian angel. They will interview you before your professional interview, making sure you can pass it and focusing on all your weaknesses that you have to change and work on.

A relationship with an AIESECer would be totally different than any other relation. You’d both sit together and make a goal setting with a certain target and a deadline, you’ll find yourself working on the development of both of you. Whenever you find them not working on their weaknesses, you’ll keep them updated. So at the end of the time period you both agreed on, you’ll find yourself got developed in something, learnt a new skill and had an impact on someone else. AIESECers will bring out the best of you.

Give them challenges. Put them in a competition mood and don’t set rules for the game, you’ll find extremely creative ways they discovered. Travel with them, to somewhere you haven’t traveled before. Get lost with them and don’t fear anything, you’ll enjoy the journey. Exploring with an AIESECer would be the most enjoyable thing you’ll ever do in your life.

It’s okay to make mistakes. An AIESECer would understand, and would give you the space you need to make mistakes, learn from them and move on. An AIESECer won’t expect a perfect partner. An AIESECer won’t need a perfect partner. An AIESECer need a person with flaws and potentials, who’d agree to go on a self development journey, no more no less.

It’s okay to be different, too. AIESECers understand and accept diversity. They know how to get benefited from, they love being with diverse people, not just a copy paste from them. They’ll always show flexibility towards any different opinions or actions. They are open minded and you can be yourself with them, without acting or beautifying.

You won’t need to overact to make an AIESECer notice you’re sad or depressed. They are extremely emotionally intelligent. They will notice and care about you. They would put themselves in your shoes. They will always listen carefully and give you their full attention.

Date an AIESECer and they’ll take you to new places, influential and inspiring movies and talks, recommend you creative books. As AIESECers are always looking for sources of inspiration. With AIESECers you’ll always feel fresh and alive.

Date an AIESECer and you’d be more than proud to introduce them to anyone, your family or your friends. AIESECers are always interesting people to talk with, with so much impressive stories and experiences. They’re passionate, creative and entrepreneurs. They will face whatever challenges they have in their lives.

Date an AIESECer and they will make you something from nothing. They know how to be resourceful and they understand how to enjoy the little things they have. Date an AIESECer and listen to them talking about their society from the positive perspective, as if it’s not a hopeless case. They will always find hope, a light and they will work on it to make it a better place to live in.

Date an AIESECer so they will believe in you, make you believe in yourself and in your potentials. They will show you that you’re a lot more wonderful, special and beautiful than you ever give yourself credit for.

Date an AIESECer so you’ll always be young, wild and free.

BY MY Inner Voice

P.S I don’t own this post, i just wanted this one to be here as i am the part of AIESEC big family

 

 

სახლი ტყის პირას

სტანდარტული

ერთ თბილ და ზაფხულის სურნელებით გაბრუებულ დღეს სამი მეგობარი თბილისის ერთ-ერთ ბაღში მისეირნობდა და ზაფხულს გეგმავდა, ყველას თავისი წასასვლელი ადგილი ჰქონდა და ყველას თითქოს ცალკ ცალკე დაეგეგმა თავისი ზაფხულის მარშრუტი. უეცრად ერთ-ერთ მათგანს წამოსცდა: ” ისე სახლი მაქვს რაჭაში და ხომ არ წავსულიყავით” ორ დანარჩენს მოეწონა ეს იდეა, თან მათაც დიდი ხანია რაჭის ნახვა უნდოდათ და აი მიეცათ კიდეც შანსი. ამ სამ მეგობარს კიდევ ხუთი მეგობარი შეურთდა და აი ასე რვა გოგომ( მანჩომ, გაბიმ, იამ, სალომემ, თაკომ, ნინომ, ნიამ და მე რაღა თქმა უნდა) შეძლო და დაგეგმა,თბილისს 196 კილომეთრით დაშორებოდა. რვა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული გოგო გაემზადა ახალი სამყაროს დასალაშქრად.  ერთ- ერთმა მათგანმა კინაღამ ბოლო წუთას გადაიფიქრა წასვლა, მაღალი სიცხის გამო, მაგრამ სამშობლო და ვალი ეძახდა და თავისი ჯამრთელობა არად ჩააგდო, რადგან მას ახალი სამყარო უნდა აღმოეჩინა სამყარო რომელიც ამ რვა გოგოს ოჯახად აქცევდა და დაახლოვებდა.

თბილისი დილსი 9ზე დავტოვეს, მართალია გზის ნაწილი რვიდან ერთ-ერთს არ ახსვოდა, მისივე სისუსტის გამო, მაგრამ ის კი ახსვოდა რომ მასპინძელს საკუთარი სახლი არ ახსოვდა და სამარშუტო ტაქსის მძღოლი აქეთ იქით ატარა, ლამის მთელი ბუგეული მოატა ( აა ხო ასე ერქვა იმ სოფელს სადაც ეს რვა გოგო მიდიდოდა). რა უნდა ხსომებოდა სამი წელი ფეხი არ დაედგა თავის სოფელში, მხოლოდ ის იცოდა მისი სახლის იქით მამალი რომ არ ყიოდა. როგროც იქნა მივაგენით სახლს და მართლაც სოფლის ბოლოში მთიდან მომზირალი სახლი იყო, რომლიც გეგონებოდათ ტყეში ნელ ნელა იძირებაო, არადა ეგრეც იყო.

ეს იყო ფათერაკებითა და თავგადასველებით აღსავსე 7 დღე, რომელიც პირველივე დღიდან დაიწყო, არა რა პირველი, როგორც კი დავდგით ფეხი იმ წამიდანვე. სამარშუტო ტაქსი სულ ჩვენი ნივთებიტ იყო სავსე და შემთხვევით ვიღც უცნობი კაცის ნივთებით წამოვაყოლეთ. გამწარებული მძოლის მოადგილე სულ ხვნეშა ხვნეშით დაგვადგა თავზე:’დააბრუნეთ ჩანთაო”. არადა იქ იმდენი ჩანთა იყო როგორ გინდა გაგერკვია რომელი მათგანი იყო. თან ნახევარზე მეტი ნივთბისა და ჩანთებისა საცალფეხო ბილიკით გოგოებს ძლივს აეზიდათ და ელხა სათითაოდ მოუწიათ ისევ ჩანთების წამოტანა რომ ამოეცნო ჩანთა იმ კაცს. ჩვენი მასპინძელი სულ გინება ფურთხებით მოათრევდა ჩანთებს. როგორც იქნება ვიპოვეთ ის ჩანთა სადაც როგორც აღმოცნდა ახალ ნაყიდი ნასკები ელაგა და მის პატრონს დიდი დარდი ჰქონდა მასზედ. როგორც იქნა ეს კაცი მოვიშორეთ და შევუდექით ჩვენს საქმეს. სახლში შესულებს თურმე სხვა თავგადასვალიც გველოსა. თავგადასავალი სახელად ღამურები, რომლის განდევნას ლამის 3 დღე მოვანდომეთ და ბოლომდე მაინც ვერ განვდევნეთ. სახლი იმედენად ძველი იყო რომ, გეგონებოდათ ისიც ცოცხალი იყო, არა კი არ გეგონებოდათ, გაიგებდით თუ მის ჭერ ქვეშ ერთ ღამეს მაინც გაარარებდით, რადგან ღამე სახლი სუნთქავდა და სახლსში სხვადასხვა ხმები ისმოდა. ნუ ძირითადად ვირთხების, რომელიც კედლებს შუა დარბოდნენ და წიკვინებდნენ. პირველი დღე როგოორც ყოველთვის კარგია ხოლმე, მაგრამ არც დანარჩენი დღეები იყო ნაკლები

მეორე დღეს სინათლე და წყალი გაგვიკეთეს და აღარ ვიყავით ცივილიზაციას მოწყვეტილი პირველყოფილი ადამიანები. მეორე დღეს ჩვენს ჯოგს ერთი მამრიც შემოურთდა. ადგილობრივი მკდვიდრო 12 წლის გოგიტიე, რომელიც ნახევარზე მეტ საქმეს გვიკეთებდა, ნადვილი მოზრდილივიტ ეჭირა თავი და გასაჭირში არ გვტოვებდა. ბავშვი რომელსაც ოქროს ხელები ჰქოდა და ყველაფრის გაკეთება შეეძლო. ჩვენი პატარა ჯადოქარი.

ყოველი დღე თავისებურდა საოცარი და ფათერაკებით სავსე იყო. რა თქმა უნდა ერთ ადგილას ამ რვა გოგოს რა გააჩრებდა, მართალია მთელი რაღ ვერ ნახეს მაგრამ რაც ნახეს ისიც მოეწონათ. ჩანჩქერამდე ფეხით იარეს ნუ სადღაც 8 კილომეტრი თუ არ ვცდები და უკანა გზაზე ერთ- ერთი მათგანი  ანუ მე , ისე დაიღალა, რომ საცალფეხო ბილიკზე ფეხი ამოუბრუნდა და პირდაპიდ მაყვალში გადაგორდა. დაგლეჯილ დაკაწრული ძლივს ამოათრიეს ბუჩქებიდან.

მანმდე კი ჩვენი მისპინზლის დაბადების დღეზე, როცა უკვე დავამთავრეთ ქეიფი თავზე სამი მთვრალი ბიჭი დაგვადგა, ჩვენს მასპინძელს კითხულობდნენ. ერთ-ერთი ნათესავი ბიჭი იყო და მოსალოცად ამოვიდა და ორი დანარჩენი მისი ძმაკაცები, რომელთაგან ერთ-ერთს ჯაბა ერქვა, უფრო სწორედ “ჯააბ”, და რომელიმაც ერთ სადღეგრძელოში მოლიონჯერ თქვა “დენრაჟდენიას გილოცავ მაარ!” და ყოველ თქმაზე ცჰიქიდან ღვინო ეღვრებოდა, ბოლოს იმით დაასრულა რომ გვინოც დაღვარა და მოაჯირზე წამოჯდომის მსურველი ჯაააბ თავით ძირს გადაეშვა აივნიდან. ამასობაში გოგოები ლამის დახოცა სიცილმა და ამიტომაც სათითაოდ აივნიდან ოთახს აფარენდნენ თავს რომ გულიანად ეცინათ, მაინც სირცხვილი იყო ასე აშკარად სიცილი, საწყალს თავისი გასნჭირვებოდა. არ გავიდა რამოდენი წუთი და ამ ბიჭებს დათვივით კაცი, იარაღით და 8 გოგოთი, თან მოჰყვა. დღის სრულიად სრულყოფილად კულმინაციური ბოლო.

ამის შემდეგ და მანამდეც ყოველ საღამოს ცეცხლს ვუჯექით და რაჭულ წითელ ღვინოს ვწრუპავდით. ღვინო ჩვენთან წყალივით ისმეოდა რადგან ბლომად გვქონდა მეზობლების პატივისცემა.

ბევრი რომ არ ვილაპარაკო დავდებ ლექსს რომელიც იქ ყოფნის დროს შექმეს გოგოებმა:

ბუგეულში ჩამოვედიყ მე ია და მანჩო

გაბიმ ის კი არ იცოდდა სახლი სადა მაქვსო
მძღოლმა უთხრა შე აბდალო სურათიც არ გაქვსო?

დაბრინჯა ჩვენი გაბი სტახა ჩანთებს ხელი

გაიქცა და გამოიქცა რბის ვითარჩა შლეგი

სახლში როცა შევედით,

დაგვხვდა ღამურები.

ემილი და თაკუცუნა ნებივრონებ ჰამაკში

ამბორით და მტლაშა მტლუშით არ მოსწყინდათ თამაში.

ია დარბის ტიტლიკანა, ძვლები უჩანს ოხრად

გოგიტიე არ გამოცნდა და ამისთვის მოსთქვამს

სალო, ჩვენმი დიქატატორი

უულვაშო ჰიტლერი

ღიმილით ტუ დაგგესლავთ ვერაფერი გიშველით.

ჩვენი გაბი გაბუნა

ღმერთმა როგრ გვარგუნა

არ ღალატობს ზაურის უყველას აურზაური.

დალევაა მისი ჰობი, ღვინოს ისხამს დიდი გობით

მერე კარკუჩს შემოსძახებს

და თალიკას გადასძახებს.

შევიკრიბეთ კუთხის ხალხი

არ გამორჩა მეგრელი,

სამაჯურის დაწვნას სწავლობს

მანჩოია ჩერჩეტი.

ნია ნია გურული,

გამოხედვა ტურული

სიცილი აქვს ჯიგრული
იუმორი გიჯური.

ჩვენი ნინო ნინიკო.

არის დიდი ტვინიკი

ხაჭაპურის ცხობა იცის

პორმას აძლევს პიცის.
ჩვენი წყნარი ბულბულა

ნეტა რამ ააბულბულა

მთლი ღამე არ გაჩერდა სანამ დილა არ გათენდა.

მაღალია გრძლეფეხა მეტად სექსუალური

მუსიკა და კინო უყვარს პრიად ვირტუალური.

ემილი ვარ პატარა

თაკომ ტყეში მატარა

მთელი ღამე ვიგინები

მესიმზერება პინგვინები.

სპალნიკი მაქვს კოლუმბიის

ჩვენში არ იყიდება.

ზაფხულია,ცხელა , მაგრამ ის მაინც იყინება

ამას წინათ უკურნებელ შემეყარა სენი,

ვერ ვბანაობ სამი დღეა

Fuck მე დედა თქვენი.

ჩვენი ბიჭი გოგიტა

რასაც გინდა მოგიტანს

მვკვირცხლი, ანცი და თან ლაღი

მსჯელობს როგორც დიდი კაცი.

FxCam_1346411987608

გუშინ, დღეს, ……….

სტანდარტული

რა ან ვინ ვიყავი გუშინ,

რა ან ვინ ვარ დღეს,

და ვიქნებით კი ხვალ ეს “რა” ან “ვინ”?

ფორმულა რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს ავიწყდება. საერთოდ რანი ვართ და რა გვინდა? კი! ადამიანს გვეძახიან მარა ვიმსახურებთ კი ჩვენ ამ სახელის ტარებას? ვაართ კი ღირსნი ვეწეროთ ცოცხლებში როცა მკვდრებში ისეთი ხალხი ეწერება რომელთაც უდროოდ მოუწია ამ ქვეყნიდან წასვლა და უკან მოიტოვა მთელი ის ცხოვრება რაც კი მას უნდა ჰქონოდა, მაგრამ არ დასცალდა. ამასობაში ჩვენ? რას ვაკეთებთ ჩვენ? ვაგრძელებთ უაზრო ყოფას, დროის უაზრო ფლანგვას და რაღაცა უაზროდ ცხოვრებას, თავისი წუწუნებით, სლუკუნებით და ბჟუტურებით. ეს განსაკუთრებით იმათ გვეხება და მეც ვირიცხები რაღაც კუთხით მათ სიაში, ვისაც ძარღვებში წესით სისხლი უნდა უდუღდეს, წესით თავის მაქსიმალურს უნდა აკეთებდეს და ტყავიდან უნდა ძვრებოდეს, რომ მისი ცხოვრება ცხოვრებას დაესმგავსოს, რომ კბილებით ჩაეჭიდოს ყოველივე იმას რასაც მას სთავაზობენ, არ მოდუნდეს და საზოგადოებას თავის ხმა გააგონოს, აგრძნობინოს რომ მისი ყოფა არ ჰგავს “სიცოცხლე სიკვლდილში” არსებობას.

უბრალოდ უკან ვიხედები ხოლმე და მრჩება ისეთი ადამიანები რომლებიც დღემდე მტკივა და დღემდე ვერ ვინელებ იმას რომ ისინი დედამიწაზე არ დაიარებიან, რომ ისინიც არ განიცდიან იმას რასაც ყოველივე ჩვენგანი განიცდის, როგორც ამქვეყნიური. ყოველი ასეთი ადამიანი არ აქვს მნიშვენელობა ჩემი იქნება, თუ სხვისი მოტივაციას მაძლევს რომ მათ მაგვირადაც მე ვიცხოვრო, რომ მათ მაგივრადაც მე მიყვარდეს, მწყინდეს, ვტიროდე და ვაკეთებდე იმას რაც მათ არ დასცალდათ. ყოველთვის როცა ცხოვრება რაღაც შესაძლებლობას მაძლევს მაქსიმალურად ვებღაუჭები და არა იმიტომ რომ შეიძლება მე ეს მინდა, შეიძლება მინდა კიდეც, მაგრამ მთავარია რომ ამას ანუ ცხოვრებას მათვის ვაკეთებ, იმიტომ რომ მე ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ და შემწევს ამის ძალა, იმიტომ რომ არ ვარ მოარული გვამი როგორც ბევრი ჩვენგანი, იმიტომ რომ ვცდილობ მაქსიმალური მივიღო იმისგან რასაც ცხოვრება ჰქვია და არ გავიყინო ერთ ადგილას, იმიტომ რომ მაქვს ამის ძალა, იმიტო რომ ჯამრთელი ვარ და ჯამრეთელობაც ისეთივე პირობითია როგორც ყველაფერი ჩვენს გარშემო, ის შეიძლება დღეს არის მაგრამ ხვალ აღმოჩნდეს რომ უბრალოდ უუნარო ხარ, ხვალ შეიძლება არმოჩნდეს რომ ისეთი დაავადებით ხარ დაავადებული რომელიც სიკვდილს კი არ გარგუნებს, რაც ამ შემთხვევაში კარგი ვარიანტი იქნებოდა არამედ ცხოვრების ბოლომდე ჯოჯოხეთში გამყოფებს, ცხოვრებას გაუსაძლის გაგიხდის და ორმაგად შეგშლის. ჰმმ ხანდხან სიკვდილი მართლაც შვებაა და გირჩევნია შენი საყვარელი ადამიანი უმალ მოკვდეს ვიდრე ზემოხსენებულ უბედურებაში ამოყოს თავი, მაგრამ…..

უბრალოდ მინდა რომ ყველამ გავაცნობიეროთ ის ფაქტი რომ კი არ უნდა არსებობდე უნდა ცხოვრობდე, რადგან შენ გაქვს ამის საშუალება სხვას კი არ აქვს. უნდა გვესმოდეს ის რომ ყველაფერი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ, მაქსიმალურად გვიყავარდეს და თანაგურძნობდეთ ყველას ვინც კი ამას მოელის ჩვენგან. კი ცხოვრება მოკლეა, მაგრამ ზოგჯერ იმაზე მოკლეა ვიდრე ჩვენ ეს წარმოგვიდგენია, ამიტომ მოდი რა ცოტა თვალი გავახილოთ და სამყაროს ცოტა სხვა კუთხითაც შევხედოთ, ნუ ვიქნებით მაინცდამაინც ერთი წერტილის შემყურე, რადგან სამყაროში გაცილებით უფრო მეტი და საინტერესო წერტილებია რომელიც ჩვენს ყურადღებას დღენიადაგ ელის.

პ.ს This is how the world ends not with the bang, but with a whimper.