Tag Archives: ჰობი

უკულელე სახელად Yuki

სტანდარტული

ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ ამ ცხოვრებაში ან რომელიმე სხვა ცხოვრებაში დასაკარავ ინსტრუმენტთან დავამყარებდი მჭიდრო სულიერ კავშირს. ყველაფერი კი ასე დაიწყო….

ზაფხული სწორედ ის დროა როცა შენს ცხოვრებაში რაღაც ახალი შემოდის, ნუ სტერეოტიპულად გაზაფხულია ხოლმე სიახლის მომტანი, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის ზაფხული იყო და დღემდე ასეც რჩება. სეზონი ისე დაიწყო რომ თითქოს გეგმაში არაფერი მქონდა, არა როგორ არ მქონდა მაგრამ ბევრ გეგმას დასაბამიდანვე საფუძველი მოეშალა და უგეგმოდ დარჩენილმა ისევ ზღავს მივაშურე რომ სულ მთალდ უინეტერესო არ ყოფილიყო 2015 წლის ზაფხული. ტრადიციულად ქობულეთში წავედი, ისევ და ისევ ბათუმთან შედარებით იაფობის გამო.

ბევრი რომ არ გავაგრძელო მე და ჩემი მეგობარი სანამ დანარჩენების ჩამოსვლას ველოდებოდით, ზღვის ნაპირზე ჩვეულ ფორმაში ვასრულებდით ჩვენს დანიშნულებას, რაც მზეს შეფიცხებით გამოიხატებოდა. რა თქმა უნდა როცა მზეს ეფიცხები და თან წყალში ვერ ჩადიხარ სხვადასხვა მიზეზებისდა გამო, დგახარ და ათვალიერებ შენს გარშემო ხალხს. ჩვენგან არც თუ ისე შორიახლოს ბიჭების გაკრვეულ რაოდენობას მოეყარა თავი და მათ შორის ერთი ძალზედ შესამჩნევად გამოიყურებოდა, მხოლოდ იმიტო რომ დრედები ქონდა და ხელში საოცარი ზომის გიტარის მაგვარი ინსტრუმენტი ეჭირა. მაშინვე მივხვდი ვისზეც და რაზეც იყო საუბარი. იმ წამსვე somewhere over the rainbow გამახსენდა. რამდენი წუთის მერე ეს ეგრეთ წოდებული უკულელიანი ბიჭი თავზე დაგვადგა, რომელიც ჩვენი სხვა მეგობრის, იმ წელს ვერ წამოვიდა, კურსელი და მეგობარი ყოფილა. ასე რომ ჩვენი გაცნობა და დამეგობრება შედგა. რა თქმა უნდა მე არც ვაცხელე და არც ვაციე, იმ წამსვე უკულელეზე ვკითხე და პირობა დავადებინო რომ მასწავლიდა. ბიჭიც არ იყო წინააღმდეგი და პირობაც თავისთავად მომცა.

უკულელიან ბიჭს სხვა ბიჭიც მოჰყვა და ყოველ საღამოს ასე უკულელის დაკვრით და ჟღარუნით ვიყავით გართულები. უკულელიან ბიჭს კიდევ ერთი, საჟღარუნო,ინსტრუმენტი ქონდა, რომლის ფეხზე გაკეთებაც და ფეხმაჯურად გადაქცევაც შეგეძლო და თან ასეთი სახით მუსიკის ამ ქვეყანაზე მოვლენაც. ასე რომ ის იყო უკულელიანი ბიჭი და მეკიდე ჟღარუნა გოგო, ის უკულელეზე უკრავდა მეკიდე მასთან ერთად სინქორინში ვჟარუნონდი. ხუმრობით ბენდიც კი შემქმენით უკულელე და ჟღარუნო გოგო, რომელმაც მხოლოდ ქობულეთში იარსება და იქვე დარჩა, ჩვენთან ერთად არ წამოსულა. სასიამოვნო იყო ქობულეთის ბულვარზე ჟღრუნათი სიარულით, ყველა გაოცებული იყურებოდა საიდან მოდის ეს ხმაო და წყაროს რომ მიაგნებდნენ უფრო გაკვირვებული საახები ქონდათ ხოლმე.

11892186_10205392374148609_4126041064750903346_n

უკულელე და ჟღარუნა გოგო…

11836720_10205403753633089_4779400198004137300_nჟღარუნა ინსტრუმენტი

რაც შეეხება თავად უკულელეს, პირველი წამიდან,როცა კი ხელში დავიჭირე, ვიგრძენი ის ზებუნებრივი კავშირი რომელსაც ალბათ ყველა მუსიკოსი გრძნობს თავის ინსტრუმენტს როცა პირველად დაიჭერს ხელში. მე რა თქმა უნდა მუსიკოსი არ ვარ მაგრამ, მაინც სასიამოვნოა იპოვო შენთვის ყველანაირად ჰარმონიული ინსტრუმენტი, კომფორტული დასაჭერად და ჟღერადობით მართლაც რომ ჰავაის კუნძულებისთვის შესაფერისი. მაგრამ გარდა ამისა ეს ის ინტრუმენტია რომელის ჰანგები, უბრალოდ ჩამოკვრაც კი შენს აურას, ყოველშემთხვევაში ჩემს აურას თითქოს წმინდავს, ასუფთავებს და ახალ ენერგიას მატებს, სული თითქოს მშვიდდება და რაღაც დოზით ნირვანას სტადიას აღწევს. უკულელე ჩემთვის ინსტრუმენტზე მეტია, ეს არის მკურნავი ყველა სახის გაღიზიანებისა, სევდისა, იმედგაცრუებისა, გულის ტკენის და გატეხვის. საკმარისია ხელში დავიჭირო და დავუკრა რომ მთელი სამყარო სიმშვიდის ზონაში გადადის და იქ რჩება გარკვეული პერიოდი.

უკულელე  არის ბედნიერება….

10154519_10205781319231993_371654672104921262_n

მე და ჩემი Yuki

ან

Emily and Yuki…

 

Advertisements